ალბათ, ხშირად გქონიათ მომენტი, როცა ფილმი რაღაც მომენტიდან უინტერესო ხდება..
სწორედ ამიტომ უნდა შეარჩიოთ ისეთი ფილმები, რომლებიც ეკრანს მიგაჯაჭვებთ. წარმოგიდგენთ სხვადასხვა ჟანრის ყველაზე საინტერესო ფილმებს.
გონებაზე მონადირენი - ფედერალური ბიუროს მომავალი აგენტები კუნძულზე გადამწყვეტ ტესტს გადიან. გამოცდა რეალურ სახეს იძენს, როდესაც აღმოაჩენენ, რომ გუნდში ერთ-ერთი ადამიანი სერიული მკვლელია. მათ უნდა მოასწრონ და გამოააშკარაონ მკვლელი, ვიდრე იგი ყველას დახოცავს...
თურქული დამწყებთათვის - 19 წლის ლენას მოსაწყენი, ერთფეროვანი ცხოვრება აქვს და უკმაყოფილოა დედასთან ურთიერთობით. მისი ცხოვრება მაშინ იცვლება, როცა თვითმფრინავში ხვდება, რომელიც უკაცრიელ კუნძულზე ჩამოვარდება. ფილმი სათავგადასავლოა და ამავდროულად, კომედიური ჟანრისაც.
გოგონა დრაკონის ტატუთი - ეს შედევრი სტიგ ლარსონის კრიმინალური რომანის მიხედვით გადაიღეს. ფილმის მანძილზე გამოძიება საუცხოო ფაზაში შედის და ინტრიგა კიდევ უფრო ღრმავდება. ჰარიეტ ვაგნერი 40 წლის წინ გაქრა. სად იმალება მკვლელი და რა საფრთხე ელით მთავარ გმირებს?
მტერი - მთავარი გმირის, ტერტულიანო მაქსიმოს როლი ჯეიკ ჯილენჰოლმა შეასრულა. ის ისტორიის მასწავლებელია, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობებში არ უმართლებს. ერთ დღეს ის ფილმში აღმოაჩენს მსახიობს, რომელიც ძალიან ჰგავს. შეხვდება თუ არა ორეულს და რა მოხდება მის თავს? ფილმი თრილერის ჟანრისაა და ამ ჟანრის მოყვარულთათვის ნამდვილი სიურპრიზია.
აფეთქება წარსულიდან - მთავარი გმირი ადამ ვებერია, რომლის როლსაც ყველასთვის საყვარელი მსახიობი ბრენდან ფრეიზერი ასრულებს. ადამი 35 წლის მანძილზე მშობლებთან ერთად, „ბომბსაფარში“ ცხოვრობდა. მის დედ-მამას მიაჩნია, რომ დედამიწაზე მხოლოდ ისინი გადარჩნენ. ადამს გარეშე პირებთან შეხება არ აქვს და ამიტომ თავისებურია. ერთ დღესაც ის ახლებურ ლოს-ანჯელესში მოხვდება, სადაც უამრავი თავგადასავალი ელის.