კინო

ჰოლივუდის ერთადერთი ქართველი ვარსკვლავი, რომელიც ალფრედ ჰიჩკოკმა ფილმში გადაიღო

ჰოლივუდის ერთადერთი ქართველი ვარსკვლავი, რომელიც ალფრედ ჰიჩკოკმა ფილმში გადაიღო
30-40-იანი წლების ჰოლივუდის წარმოშობით ქართველი ვარსკვლავი თამარ თუმანიშვილი 1919 წელს დაიბადა მატარებელში, როდესაც მისი ოჯახი საქართველოს ტოვებდა და რუსეთის გავლით ჩინეთში მიემგზავრებოდა. ჩინეთში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ ისინი ჯერ ეგვიპტეში სახლდებიან, შემდეგ კი - პარიზში. თამარა ცეკვამ გაიტაცა და მისი დებიუტი პარიზის დიდ სცენაზე, 10 წლის ასაკში შედგა. სწორედ მაშინ შენიშნა ის საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა ქორეოგრაფმა, ჯორჯ ბალანჩინმა (გიორგი ბალანჩივაძე) და თავის დასში მიიწვია. სწორედ აქედან იწყება თამარის, როგორც ბალერინას კარიერა. მაშინ ალბათ ვერც კი იფიქრებდა,
რომ კინოვარსკვლავი გახდებოდა. მთავარ პარტიებს ცეკვავდა პარიზის ოპერაში, სპეციალურად მისთვის დგამდა სპექტაკლებს ჯორჯ ბალანჩინი. ამის შედეგ ლამაზმანი ჰოლივუდში მიემგზავრება.

თამარა თოუმანოვა
1933 წელს იწყება თამარ თუმანიშვილის ჰოლივუდური ცხოვრების წლები. ჯორჯ ბალანჩინის რჩევით, მან გვარი გადაიკეთა და თამარა თოუმანოვა გახდა. პირველი როლი  ფილმში 1933 წელს შეასრულა. ეს გახლდათ -  " შემიყვარე, თუ გაბედავ".


ერთ ფილმს მეორე მოჰყვა და წარმატებაც მალევე მოვიდა. თამარა თოუმანოვა სხვადასხვა ფილმში პარტნიორობას უწევდა ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან: გრიგორი პეკი, პოლ ნიუმენი და ჯინ კელი.

თამარ თუმანიშვილი და გრეგორი პეკი
თამარა თოუმანოვა და გრეგორი პეკი ფილმიდან " დიდების დღეები" . 1944 წელი.

თამარის გარეგნობა 30-40-იანი წლების ჰოლივუდში უამრავ შემოქმედს აღაფრთოვანებდა. მისი შთაგონებით იქმნებოდა ცნობილი მხატვრის, ჯოზეფ კორნელის შემოქმედება, ჯოზეფ კეისის შექმნილი თოუმანოვას პორტრეტები და წერილები კი დაცულია აშშ-ის ცნობილ მუზეუმებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ თამარა თოუმანოვამ მონაწილეობა მიიღო ალფრედ ჰიჩკოკის ფილმშიც - "Torn Curtain", სადაც პარტნიორობას პოლ ნიუმენი უწევდა. 

გაგრძელება + ფოტოები
ბეჭდვა
e87a93