ახალგაზრდა ქართველი მსახიობის, ირაკლი კვირიკაძის წარმატებამ ბევრი ჩვენი თანამემამულე გაახარა.
ის რეჟისორ დანტე სპინოტის ფილმში Now is Everything ამერიკელ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს. ფილმის გადაღებები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
ირაკლი და ენტონი ჰოპკინსი
როგორც ცნობილია, ირაკლიმ პოპულარობა მოიპოვა რეზო გიგინეიშვილის ფილმიდან "მძევლები", რომელშიც გეგა კობახიძის როლი ითამაშა. ამ როლისთვის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს.
"მძევლები"
ირაკლი კვირიკაძე მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი შვილია და ცნობილი არქიტექტორის, "ღიმილის ბიჭების" ვარსკვლავ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები