6 საინტერესო ფილმი ყველაზე ლამაზი წყვილებით - Marao

6 საინტერესო ფილმი ყველაზე ლამაზი წყვილებით

2020-05-11 12:15:39+04:00

ფილმებში ბევრი კოლორიტული წყვილია, რომლებსაც გინდება, რომ ჰგავდე... ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე ლამაზი, დასამახსოვრებელი და გაბედული წყვილები - საუკეთესო კინოფილმებიდან.

1. დრო

Image result for time movie gif

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ერთადერთი ვალუტა - დროა. ის თავის წესებს გკარნახობთ. გინდათ ავტობუსით იმგზავროთ? - ეს თქვენი ცხოვრების 2 საათი ღირს. ძვირია, მაგრამ ამ სამყაროში ყველა მუდამ ახალგაზრდაა. ახალგაზრდობაც ფასიანია.

არაორდინარული ისტორია, სადაც ახალგაზრდა და ლამაზ ამანდა სეიფრიდს და ჯასტინ თიმბერლეიქს მოუწევთ სასტიკ სისტემასთან შებრძოლება.

2. რომეო და ჯულიეტა

Image result for romeo and juliet  movie gif

ყველასათვის ნაცნობი სიუჟეტი თანამედროვე ეპოქაში ვითარდება. ნარკომანები და ქუჩის ავაზაკები შექსპირის სტრიქონებით საუბრობენ - Radiohead-ის საუნდტრეკის ფონზე. ლეონარდო დიკაპრიოსა და კლერ დეინსის ფინალური მონოლოგი კი სულით-ხორცამდე შეგძრავთ...

3. ერთხელ ვეგასში

Image result for in vegas  movie gif

„ის, რაც იყო ვეგასში, დარჩება ვეგასში!“ ჯოი და ჯეკი მხიარული ღამის შემდეგ „ცოდვების ქალაქში“ იღვიძებენ და საინტერესო ფაქტს აღმოაჩენენ. წინა ღამით მათ დიდი ჯეკ-პოტი მოიგეს და დაქორწინდნენ. ფხიზელი გონებით ორივე იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ მოიშორონ „მეორე ნახევარი“ და მთელი კუში დაიტოვონ ყოველგვარი გაყოფის გარეშე...

4. ჩემი სუპერყოფილი

Image result for my super ex uma thurman movie gif

როგორ იქცევა ქალი, რომელსაც მიატოვებენ? ის ძალიან ბრაზდება... ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს გოგონა არაჩვეულებრივია. ის ნამდვილი სუპერქალია, რომელსაც ზებუნებრივი ძალები აქვს... შეუდარებელი უმა თურმანი განახებთ, როგორ უნდა აქციოთ ყოფილი შეყვარებულის ცხოვრება ჯოჯოხეთად.

5. დივერგენტი 3: კედლის მიღმა

Image result for divergent movie gif

თუ კედელი არ მიდის დივერგენტისგან, მაშინ დივერგენტი წავა მისგან! სწორედ ასე მოიქცევიან ტრისი და ფორი. რა ელით ახალგაზრდა მეამბოხეებს? - ამას ფილმში ნახავთ!

6. პარალელური სამყაროები

Image result for upside down, couple  movie gif

რა მოხდებოდა, თუ ზეცაში აიხედავდით და სხვა სამყაროს შეამჩნევდით? ადამი მას ყოველდღე ხედავს... მის გალაქტიკაში ყველა პლანეტას ჰყავს ორეული... პარალელურ სამყაროში ადამის მეორე ნახევარი ცხოვრობს...