ოფიციალური ინფორმაციით, „სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონი - 2019 წლის აპრილში გამოვა, თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერა შეიძლება მაისამდე გადაიდოს.
მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და რეიტინგული სერიალის მაყურებლები მოუთმენლად ელიან მერვე სეზონს, რომელიც ფინალური იქნება.
„სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელები მერვე სეზონის ფინალური სერიის რამდენიმე ვარიანტს გადაიღებენ. ტელეკომპანია HBO-ს წარმომადგენლის, ქეისი ბოილსის განცხადებით, ამ გზით პრემიერამდე ინფორმაციის გაჟონვას აიცილებენ თავიდან. დასკვნითი სერიის რომელ ვარიანტს აირჩევს რეჟისორი, არც სერიალში მონაწილე მსახიობებმა იციან.
მანამდე, იხილეთ ტრეილერი