რომანტიკა ფილმებში, რომელიც ყველას გვინდა, რომ რეალური იყოს - Marao

რომანტიკა ფილმებში, რომელიც ყველას გვინდა, რომ რეალური იყოს

2020-11-03 09:31:17+04:00

წარმოგიდგენთ ტოპ 10 რომანტიკულ ფილმს, რომლებიც არასოდეს დაგავიწყდებათ.

1.”P.S. მიყვარხარ”

ფილმის სიუჟეტი: საყვარელი მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ ჰოლი დეპრესიაში ვარდება. ყოველ თვეს ჰოლის მოსდის უცნობი ადამიანისგან წერილები, რისი დახმარებითაც იგი ნელ-ნელა გამოდის დეპრესიიდან...

უყურე ფილმს

2.”უბის წიგნაკი”

ფილმის სიუჟეტი: სიყვარულის ეპიკური ისტორია მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს დღიურს ალცჰეიმერით დაავადებულ ქალს. გაცრეცილი უბის წიგნაკიდან მოხუცი კაცის სიტყვები აცოცხლებს ისტორიას წყვილისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა და შემდეგ ისევ შეახვედრა ერთმანეთს...

უყურე ფილმს

3.”მონანიება”

ფილმის სიუჟეტი: პატარა ბრაიონი 13 წლის ასაკში შეუქცევადად ცვლის რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას, როდესაც იგი უფროსი დის შეყვარებულს ცილს დასწამებს. ფილმს საფუძვლად უდევს იან მაკუენის რომანი...

უყურე ფილმს

4.”ბედის ვარსკვლავის ბრალია”

ფილმის სიუჟეტი: ჰეიზელი დაავადებულია სიმსივნით. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობამ აქტივაცია დროებით შეაჩერა, მაინც მოწყენილია. ის მხარდამჭერთა ჯგუფში დადის, სადაც ავგუსტ უოტერს გაიცნობს და მომენტალურად შეუყვარდება. მალე ისინი სამოგზაუროდ წავლენ, ეს მოვლენა კი - მათ ბევრ რამეს დაანახებს...

უყურე ფილმს

5.”მულენ რუჟი”

ფილმის სიუჟეტი: პოეტი, რომელსაც ულამაზესი კურტიზანი ქალი უყვარს, რაშიც ეჭვიანი ჰერცოგი უწევს პაექრობას...

უყურე ფილმს

6.”შადრევანი”

ფილმის სიუჟეტი: ათასი წლის გავლით და სამი პარალელური ისტორიით, ეს არის ამბავი სიყვარულზე, სიკვდილზე, სულიერებაზე და ჩვენი არსებობის ამაოებაზე ამქვეყნად.

უყურე ფილმს

7.”შოკოლადი”

ფილმის სიუჟეტი: დედა და შვილი პატარა ფრანგულ ქალაქში ჩამოდიან და შოკოლადის მაღაზიას ხსნიან. მორალურად და რელიგიურად მკაცრ მცხოვრებლებს ისინი არ მოსწონთ, რადგან ზედმეტად თავისუფლად აზროვნებენ და იქცევიან. ამ დროს ქალაქს ბოშების გემი მოადგება და ქალაქის მერის ცრურწმენა კრიზისს გამოიწვევს...

უყურე ფილმს

8.”ვანილის ცა”

ფილმის სიუჟეტი: დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით, მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს... თუ არა?

უყურე ფილმს

9.”ტკბილი ნოემბერი”

ფილმის სიუჟეტი: ნელსონი არის კაცი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა. ერთ დღეს, როდესაც მანქანის მართვის გამოცდაზე გადიოდა, მან სარა გაიცნო. ის ძალიან განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი ქალებისგან, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. ნელსონი აიძულებს სარას, ტესტი გააცდინოს და მოგვიანებით, იმავე დღეს სარა მას თვითონ მოძებნის. საბოლოოდ ნელსონი საცხოვრებლად სარასთან გადავა და მთელ ნოემბრის თვეს მასთან გაატარებს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის...

უყურე ფილმს

10.”ახალი დასაწყისი”

ფილმის სიუჟეტი: ისინი ცხოვრობენ მუსიკალური სამყაროს ცენტრში, ნიუ-იორკში. დენი - შოუბიზნესის ლეგენდა და მუსიკალური ლეიბლის ყოფილი დირექტორი. გრეტა - მუსიკოსი და როკ-მუსიკოსის ყოფილი შეყვარებული. მაგრამ ხალხი ყოფილი ხდება იმისთვის, რათა დაიწყონ ყველაფერი თავიდან…

უყურე ფილმს