კინო

უსიამოვნო ფაქტები ლეგენდარულ ეროტიკულ სცენებზე ფილმებიდან

უსიამოვნო ფაქტები ლეგენდარულ ეროტიკულ სცენებზე ფილმებიდან
"ძირითად ინსტინქტში" თამამმა კადრმა შერონ სტოუნი ვარსკვლავად აქცია, მაგრამ ისტერიკამდეც მიიყვანა. ნერვული აშლილობა დაემართა სელმა ჰაიეკსაც, როცა "ფრიდაში" ცეკვის სცენას იღებდნენ. კიდევ რა უსიამოვნო ფაქტებს მალავს საკულტო ფილმები?..

"ფრიდა", 2003 წელი


2017 წლის დეკემბერში, The New York Times-ში სელმა ჰაიეკის ესე დაიბეჭდა. მან ფილმში ფრიდა კალოს როლი შეასრულა. სელმა ჰყვებოდა ფილმის პროდიუსერის, ჰარვი ვაინშაინის უხამს წინადადებებზე, რომელიც ყველანაირად ცდილობდა მსახიობის საწოლში შეთრევას. როცა მამაკაცმა ბოლო უარი მიიღო, სელმას დაემუქრა, რომ თუ ფილმში ლესბოსურ სცენას არ
დათანხმდებოდა, როლიდან მოხსნიდა. ეშლი ჯადთან ცეკვის სცენის გადაღებისას ჰაიეკს ნერვული შეტევა დაემართა. მსახიობი მრავალი წელი დუმდა. ხმა მაშინ ამოიღო, როცა სხვა ქალებმაც ამხილეს ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში.

"უკანასკნელი ტანგო პარიზში", 1972 წელი


2016 წელს ბერნარდო ბერტოლუჩიმ აღიარა, რომ ანალური გაუპატიურების სცენა მსახიობთან, მარია შნაიდერთან შეთანხმებული არ იყო. მას და მარლონ ბრანდოს მსახიობის ბუნებრივი რეაქციის დაფიქსირება სურდათ. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური სცენა იმიტაცია იყო, შნაიდერმა მას მაინც გაუპატიურება უწოდა. მოგვიანებით ბერტოლუჩიმ "მეთორმეტე საუკუნეშიც" შესთავაზა მარიას როლი, მაგრამ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარების გამო ქალმა უარი განაცხადა. შნაიდერი 2011 წელს კიბოსგან გარდაიცვალა.

"ძირითადი ინსტინქტი", 1992 წელი


პოლ ვერჰოვენის ეროტიკულმა თრილერმა შერონ სთოუნი ვარსკვლავად აქცია. მსახიობს ქვედა საცვლის გარეშე იღებდნენ, რადგან, რეჟისორის თქმით, საცვალი უშნოდ ანათებდა კამერაში. შერონს დაჰპირდნენ, რომ მისი ინტიმური ადგილები ფილმში არ შევიდოდა, მაგრამ... ვერჰოვენს სტოუნის აგენტებმაც მიმართეს, მაგრამ ვერ დაითანხმეს, უხამსი კადრი ფილმიდან ამოეჭრა და ქალს უარის გამო ისტერიკა დაემართა.

"შეუქცევადობა", 2002 წელი


მონიკა ბელუჩის გმირის ანალური გაუპატიურება კარგი მონტაჟისა და ვიზუალური ეფექტების შედეგად შეიქმნა, თუმცა მსახიობი გადაღებების შემდეგაც კაი ხანს ვერ მოვიდა გონს. მონიკამ გადასაღები მოედნიდან გმირის ატლასის კაბა წამოიღო, მაგრამ მასთან მიკარებაც კი ვერ შეძლო, რადგან სასტიკი სცენების გადაღებას ახსენებს თავს.

"ადელის ცხოვრება", 2013 წელი


ლესბოსური დრამის გადაღებამდე მისმა გმირებმა იცოდნენ, რომ ინტიმურ სცენებში მოუწევდათ გადაღება, მაგრამ არ ეგონათ, ასე თუ გაუჭირდებოდათ. 10 სრული დღე დასჭირდა 7-წუთიანი სექსუალური სცენის გადაღებას. შიშველი მსახიობები რამდენიმე საათს ატარებდნენ საწოლში სხვადასხვა პოზის გადასაღებად და როგორც ამბობდნენ, ფიზიკურად და მორალურად გამოფიტულები იყვნენ.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93