მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ნინი ბადურაშვილის თურქ მსახიობთან, ემრე ქიზილირმაქთან ერთად ბათუმში გადაღებული ფოტოები, გაირკვა, რომ ნინის მამა - ერეკლე ბადურაშვილი იღებს ფილმს.
როგორც ჩვენთან ინტერვიუში ემრე ქიზილირმაქმა თქვა, ფილმი საქართველოსა და თურქეთის რეალურ ისტორიაზეა, მთავარ როლებს კი ნინი ბადურაშვილი და ემრე ქიზილირმაქი ასრულებენ.
ცოტა ხნის წინ ემრემ გამოაქვეყნა "ინსტაგრამზე" ნინი ბადურაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო ტექსტის თანხლებით:
"დავასრულეთ გადაღებები ბათუმში, ვაპირებთ გავაგრძელოთ სცენები სტამბულში..."
ნინი ბადურაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია. მომღერლის თქმით, სტამბულში დარჩენილი სცენების გადასაღებად, სავარაუდოდ, 10 დღით გაემგზავრებიან.