კინო

“კარიბის ზღვის მეკობრეებში” ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა მეთამაშა - გოჩა ჩერტკოევის ჰოლივუდური ცხოვრება

სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავე, მსახიობი და ქორეოგრაფი გოჩა ჩერტკოევი ამერიკაში წარმატებით მოღვაწეობს. ის ქართველმა მაყურებელმა პირველად "იმედის" მეგა-შოუ “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” გაიცნო.
გოჩა ჩერტკოევი
ჰოლივუდის კინოინდუსტრიაშიც მოღვაწეობს.

Streets of Blood - ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომელშიც ჩერტკოევი ეპიზოდურ როლს თამაშობს. კრიმინალურ დრამაში მან შერონ სტოუნთან, ველ კილმერთან და რეპერ 50 Cent-თან ერთად ითამაშა.

როგორც აღმოჩნდა, გოჩა ჩერტკოევს უნდა ეთამაშა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი "კარიბის ზღვის მეკობრეებში", თუმცა, მისი მენეჯერის გულმავიწყობის გამო მან გვიან გაიგო მოწვევის შესახებ. ბუნებრივია, მსახიობი ძალიან
გაუბრაზდა მენეჯერს, თუმცა უკვე ეს აღარაფერს ცვლიდა.


“ჩემთვის იყო როლი დაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ გიცნობენ, პირადად არ დაგირეკავენ, როცა საქმე ასეთ საკითხს ეხება. ამიტომ როლის შესახებ შეატყობინეს ჩემს მენეჯერს. ლოს-ანჯელესში მოვდიოდი, ჩემი მენეჯერი უნდა დამხვედროდა. საცობში ვიყავი გაჭედილი, როცა ფილმის პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა, რომ მელოდებოდნენ. წარმოდგენა არ მქონდა, რაზე მელაპარაკებოდა. მითხრეს, რომ თუ მაგვიანდებოდა, დამელოდებოდნენ, თუმცა ფიზიკურად შეუძლებელი იყო,  ორ საათში დანიშნულების ადგილზე ვყოფილიყავი და ვუთხარი, რომ არ ვიყავი ლოს-ანჯელესში. დავურეკე ჩემს მენეჯერს და გაუკვირდა, ოუ, ერთი კვირის წინ არაფერი მიგიღიაო? მკითხა...“, - ჰყვება ის ერთ-ერთ ინტერვიუში.


გოჩა ჩერტკოევი მომხდარის გამო თავს იდანაშაულებს. “მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ჩემი ბრალია. იცი, რა? ამერჩია წესიერი მენეჯერი… ვერავის ვერ დააბრალებ”, - ამბობს ჩერტკოევი.

მას ეპიზოდური როლი ჰქონდა პოპულარულ სერიალშიც - Prison Break-ში ("ციხიდან გაქცევა"). გოჩა მესამე სეზონში თამაშობდა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ზუბა
ჩემს ბავშვობაში ზღაპარი იყო სადაც ბავშვებს ყარაბას ბარაბასით აშინებდნენ,მას დიდი ლურჯი წვერი ჰქონდა,ამიხდა ზღაპარი
18:12 / 28-10-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93