„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია (+ ვიდეო) - Marao

„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია (+ ვიდეო)

2018-11-14 09:49:08+04:00

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო, მე-8 სეზონი აპრილში გამოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია სერიალის გადამღებმა ჯგუფმა, HBO-მ გუშინ გაავრცელა და თან სპეციალურად ფანებისთვის მომზადებული ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც სერიალიდან ყველასათვის საყვარელი მომენტებია თავმოყრილი.

Image result for Game of Thrones  gif

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სეზონში სამეფო ტახტისთვის უკანასკნელი ბრძოლა იქნება ასახული, შემქმნელებს სერიალთან დაკავშირებით გეგმები ისევ აქვთ და როგორც ამბობენ, საპილოტე ვერსიაც ჩაწერილია. შემოქმედებითი ჯგუფი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

Image result for Game of Thrones  gif

წყარო: yahoo.com