სუპერმენის როლს ჰოლივუდში "დაწყევლილს" ეძახიან. მსახიობებს, რომლებმაც ეს გმირი განასახიერეს, სხვა მსხვილი შეთავაზება აღარ მიუღიათ. ზოგიერთ მათგანს კი ხმაურიანი ტრაგედია უკავშირდება...
კირკ ელინი
1910−1999
1948 წელს სუპერმენის კომიქსებზე დაფუძნებული პირველი ეკრანიზაცია გამოვიდა. შავ-თეთრი კინოსერიალი 15 ნაწილისგან შედგებოდა. კირკ ელინს ერთხელ მთელი დღის მანძილზე იღებდნენ ტროსებზე დაკიდებულს, ღრუბლების ფონზე. „სუპერმენის“ შემდეგ მსახიობს მხოლოდ წვრილ-წვრილ როლებს სთავაზობდნენ. 60-იანების დასაწყისში კი ის საერთოდ წავიდა კინოდან.
ჯორჯ რივზი
1914−1959
რივზმა რამდენიმე ფილმსა და სერიალში განასახიერა სუპერგმირი. „სუპერმენის თავგადასავალი“ (1951−1958). სერიალის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ მსახიობმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ სუპერმენის როლის გარდა სხვა სამუშაო ვეღარ იშოვა.
კრისტოფერ რივი
1952−2004
კრისტოფერ რივმა სუპერმენის ოთხ ნაწილში ითამაშა. ის ყველაზე პოპულარული სუპერმენი გახდა, მაგრამ წინამორბედების მსგავსად, როლიდან გამოსვლა ვერც მან შეძლო.
„სუპერმენი 4: ბრძოლა სამყაროსთვის“ 1987 წ. ფილმის გამოსვლის შემდეგ მან ვეღარ მიიღო მთავარი როლები. გარდაიცვალა 2004 წელს, ინფარქტით.
დინ კეინი
52 წლის
კეინმა ითამაშა „სუპერმენის ახალ თავგადასავლებში“ (1993−1997). აღარც მის კარიერაში მომხდარა მნიშვნელოვანი რამ.
ტომ უელინგი
41 წლის
უელინგი 10 წლის მანძილზე თამაშობდა სერიალში „სმოლვილის საიდუმლოებანი“ (2001−2011).
ბრენდონ რუტი
39 წლის
2006 წელს გამოვიდა ფილმი „სუპერმენის დაბრუნება“, სადაც კევინ სპეისმა და კეიტ ბოსუორტმაც ითამაშეს.
ტაილერ ჰეკლინი
31 წლის
2016 წელს მსახიობი სერიალ „სუპერგოგოს“ მეორე სეზონში გამოჩნდა. სერიალი სუპერმენის ბიძაშვილზეა.
ჰენრი კავილი
35 წლის
ინგლისელი ჰენრი კავილი მონაწილეობს სამ სუპერგმირულ ფილმში: „რკინის ადამიანი“, „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ და „სამართლიანობის ლიგა“.
წყარო: cosmopolitan