2018 წლის ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი forbes-ის რეიტინგის მიხედვით - Marao

2018 წლის ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი forbes-ის რეიტინგის მიხედვით

2018-11-19 16:11:25+04:00

დღევანდელ ტოპ-ათეულში მიმოვიხილავთ 2018 წლის კინოკრიტიკოსების და “ფორბსის” სიაში მოხვედრილ ჰოლივუდელ ლამაზმანებს, რომლებმაც დამსახურებულად აიღეს კინოგაქირავებებიდან მოპოვებული ჰონორარები, მილიონების სახით.

10. გალ გადოტი

Related image

ებრაელი ლამაზმანი და „მის ისრაელი“ გალ გადოტი მეათე ადგილზეა 2018 წელს დამსახურებულად მოპოვებული 10 მილიონი დოლარით, რომელიც ამომავალმა ვარსკვლავმა «Wonder Woman»-ის როლისათვის აიღო. მსახიობი კოსმეტიკური საშუალებების კომპანია Revlon-ის სახეა და ამჟამად მუშაობას აგრძელებს ფილმის მეორე ნაწილზე.

9. მელისა მაქკარტი

Image result for Life Of The Party  gif

12 მილიონი დოლარი - ასე გამოიყურება შრომით და იუმორის უზადო ნიჭით მოპოვებული თანხა, რომელიც კომედიურ ჟანრში ერთ-ერთმა ყველაზე პოზიტიურმა და დადებითი ენერგიის მატარებელმა 48 წლის მსახიობმა მელისა მაქკარტიმ დამსახურებულად მოიპოვა.

მსახიობის შემოსავალი კიდევ უფრო მეტად კომედიური ჟანრის ფილმმა „Life Of The Party»-მ გაზარდა, მიუხედავად IMDb-ზე არსებული დაბალი რეიტინგისა.

აქვე მინდა გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში მელისა მაქკარტის მონაწილეობით ვიხილავთ ეკრანიზაციას “Killing Happytime” და “Can you ever forgive me”, რომელშიც ვარსკვლავს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

8. ქეით ბლანშეტი

Image result for Thor: Ragnarok  gif

ავსტრალიელი მსახიობი და რეჟისორი, 3 "ოქროს გლობუსის" მფლობელი და მსახიობთა გილდიის დამსახურებული წევრი ქეით ბლანშეტი 12,5 მილიონი დოლარის ჰონორარით “Thor: Ragnarok”-ში მონაწილეობისთვის ტოპ-ანაზღაურებადი ქალბატონების სიაში საპატიო ადგილს იკავებს. სულ მალე კი მსახიობს ახალ კინოეკრანიზაციაში “House with a clock within its walls” ვიხილავთ. ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს ამ გამოწვევას ქერა ლამაზმანი, რომელიც მუდმივად მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

7. ჯულია რობერტსი

Image result for wonder isabel   gif

„მარად ლამაზმანი"- ასე მოიხსენიებენ პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობ ქალს. ჯულია რობერტსის ანგარიში კიდევ რამდენიმე ნულით შეივსო და მეტი კონკრეტიკისთვის გეტყვით, რომ ეს თანხა 13 მილიონ დოლარს შეადგენს.

მსახიობი ფილმში „Wonder“ყველაზე მზრუნველი და ყურადღებიანი დედის - იზაბელ პულმანის როლს ასრულებს. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ჯულია რობერტსის დამატებით შემოსავლის წყაროს კოსმეტიკური საშუალებების რეკლამები შეადგენს.

6. მილა კუნისი

Image result for bad moms mila  gif

ჰოლივუდელი ლამაზმანების ათეულს, ერთ წელიწადში გამომუშავებული 16 მილიონი ამერიკული დოლარით - მსახიობი მილა კუნისი შეემატა. მან შესანიშნავად ითამაშა ერთ-ერთი ცუდი დედიკოს როლი ფილმში - “Bad Moms” და “The Spy Who Dropped Me”, სადაც ყველა მაყურებლის გულის მოგებაც მოახერხა.

5. რიზ უიზერსპუნი

Image result for Big Little Lies gif

ყველაზე პოპულარული „ქერა ადვოკატი“, როლი, რომლითაც შეგვაყვარა ამ გოგონამ თავი, ამჟამადაც აგრძელებს კინოინდუსტრიაში ახალი იმიჯების მორგებას და საბოლოოდ, 16.5 მილიონი დოლარით მიდის წლის ბოლოს სახლში. მან საკუთარი სამსახიობო ძალები ტელესერიალ “Big Little Lies”-ის მეორე სეზონში მოსინჯა და როგორც ვხედავთ, არანაკლებ კარგად გაართვა თავი, მსგავსად “A Wrinkle In Time”-ში შესრულებული როლისა.

4. ჯენიფერ ლოურენსი

Image result for Red Sparrow  gif

ეს ჯენიფერ ლოურენსია, რომელმაც 28 წლის ასაკში დიდი ფულის მიღების ყველა შესაძლო გზა მოსინჯა და საკმაოდ წარმატებულადაც კი.

18 მილიონი დოლარი - ეს არის თანხა რასაც უხდიან მეგავარსკვლავებს ყურადღების ცენტრში ყოფნისათვის, ისეთ ფილმებში, როგორიცაა „Mother“ და „Red Sparrow“, ჯაშუშთა სკოლაგამოვლილ დომინიკა ეგოროვას როლის შესრულებისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიორის სახედ ყოფნამ მისი შემოსავლების ნიშნული გააორმაგა და მისი გულის მოსაგებად ბევრი მამაკაცი იბრძვის.

3. ჯენიფერ ენისტონი

Image result for jennifer aniston  gif

19.5 მილიონი წელიწადში. ვის უნდა, იმეგობროს მომხიბვლელ ჰოლივუდელ ჯენიფერთან? სწორედ ამიტომ ავიაკომპანიების ქსელმა Emirates-მა, წყლის მწარმოებელმა კომპანია Smartwater-მა და კოსმეტიკური საშუალებების ერთ-ერთმა მსხვილმა ექსპორტიორმა Aveeno-მ გადაწყვიტეს, შეევსოთ ენისტონის ბიუჯეტი და ის სარეკლამო სახედ მიიწვიეს თავიანთი ბილბორდების დასამშვენებლად.

აქედან გამომდინარე კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხოვრება საგრძნობლად სასიამოვნოა და სულაც არ არის საჭირო, დახარჯო შენი სამსახიობო ძალები კინოინდუსტრიაში. შესაბამისად, ბრინჯაოს ადგილს ჩვენს ტოპ-მაღალანაზღაურებად ქალბატონებში ჯენიფერი არავის უთმობს.

2. ანჯელინა ჯოლი

Image result for angelina jolie  gif

გაინტერესებთ, თუ რას აკეთებს წლის განმავლობაში ექვსი შვილის დედა, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობ ქალად აღიარებული ანჯელინა ჯოლი?

სულ რაღაც 28 მილიონი დოლარი არის იმის მაჩვენებელი, რომლისთვისაც მზადაა ნებისმიერი პროდიუსერი, გადაუხადოს მილიონები ქალს, რომელიც უდავოდ ხატავს კინოგაქირავებისთვის ყველაზე წარმატებულ როლებს.

1. სკარლეტ იოჰანსონი

Related image

40.5 მილიონი დოლარი წელიწადში და 2018 წლის ტოპ-მაღალანაზღაურებადი ქალების რეიტინგის სიაში მომხიბვლელმა სკარლეტმა ყველა ჰოლივუდელი ლამაზმანი ჩამოიტოვა უკან, შავი ქვრივის როლით მარველის ფრანშიზაში „Avengers“, რომელიც ყველას დაუსრულებელი გვგონია და კიდევ აქვთ კინომანებს მოლოდინი, რომ მომავალ წელსაც იხილავენ იოჰანსონს ფორბსის მოწინავე რიგებში.