კინო

16 საშემოდგომო ფილმი, რომელიც სიმყუდროვის შეგრძნებას გაჩუქებთ

16 საშემოდგომო ფილმი, რომელიც სიმყუდროვის შეგრძნებას გაჩუქებთ
როცა გარეთ წვიმს და ქარია, განსაკუთრებით სასიამოვნოა ფილმების ყურება. გთავაზობთ თქვენთვის შერჩეულ ფილმებს.

1. ბოიფრენდი მომავლიდან

ტომი 21 წლის ასაკში აღმოაჩენს, რომ შეუძლია დროში გადაადგილება და ყველაფრის შეცვლა, რაც მოხდა და რაც მოხდება. ის ცდილობს, გახადოს თავისი სამყარო უფრო ბედნიერი. ოცნების გოგონას მოსახიბლად, ის მზადაა, გაიმეოროს პირველი პაემანი ისევ და ისევ დაუსრულებლად...

2. თუ დავრჩები

ახალგაზრდა მია ავარიის შემდეგ კომაში ვარდება. სხეულიდან გასულმა გოგონამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაღვიძება და ისეთი განსხვავებული ცხოვრების გაგრძელება,
ვერასოდეს რომ ვერ წარმოედგინა. ის არჩევანის წინაშეა: ან მუსიკალური ოცნება უნდა აისრულოს და ჯულიარდში ჩააბაროს, ან სულ სხვა გზას გაჰყვეს თავის ერთადერთ სიყვარულთან, ადამთან ერთად.

3. როცა ჰარი შეხვდა სალის

ჰარი და სალი ერთმანეთს დაბადებიდან იცნობენ. ისინი ერთად სწავლობდნენ, ერთმანეთის გვერდით არიან სხვადასხვა რთული სიტუაციის დროს, ახლობელი ადამიანის ძებნაში ეხმარებიან ერთმანეთს. მაშინაც, როდესაც ცხოვრება მათ დააშორებს, ბედისწერა კვლავ შეახვედრებს. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან თითქოს ათასი წელია. ორივეს ტანჯავს ერთი და იგივე კითხვა: იქნებ მეგობრებზე მეტი უნდა გახდნენ ერმანეთისთვის?

4. მონა ლიზას ღიმილი

კეტრინ ანა უოტსონის ისტორია. ფემინისტი მასწავლებელი, რომელმაც კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა 1953 წელს, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში გაემგზავრა ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად.

5. შეპყრობილი

მეთიუ, რეკლამის ბიზნესში მომუშავე ახალგაზრდა ჩიკაგოელი, ჩინეთში მივლინებას დროებით გადადებს, როცა დაინახავს ლიზას, მისი ცხოვრების სიყვარულს, რომელსაც ორი წლის წინ შეხვდა და არც კი გამოლაპარაკებია, უბრალოდ, რესტორანთან მოჰკრა თვალი.

6. მამაკაცები, ქალები, ბავშვები

ამბავი მოზარდების ჯგუფსა და მათ მშობლებზე, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, თუ როგორ შეცვალა ინტერნეტმა მათი ურთიერთობა, კავშირი, თვითშეფასება და ერთმანეთის სიყვარული.

7. სახლი ტბის პირას

მომხიბვლელი ექიმი ყიდულობს უჩვეულო სახლს ტბის პირას. სახლის ძველი პატრონი მას სასიყვარულო წერილებს უგზავნის. მათ უნდა სცადონ ამ მისტიკური უჩვეულო ურთიერთობის ამოხსნა, სანამ გვიანი არ იქნება.

8. სიამაყე და ცრურწმენა

მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ხდება. ხუთი დის გაწონასწორებული ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მეზობლად ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი - მისტერ ბიგლი და მისტერ დარსი ჩამოდიან. ფილმი წარმოადგენს ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას.

9. დუპლექსი

როდესაც ახალგაზრდა წყვილმა მათი ოცნების სახლი შეიძინა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რისი გადატანა მოუხდებოდათ მოხუცი მეზობლის წყალობით.

10. პენელოპა

მდიდრების ოჯახში დაბადებულ პენელოპას უძველესი ოჯახური წყევლა ადევს, რომელიც მხოლოდ მაშინ მოეხსნება, როდესაც ვიღაც შეიყვარებს.

11. ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი

მწერალი ნიუტ სკამანდერის თავგადასავალი ნიუ-იორკის გრძნეულთა საზოგადოებაში 70 წლით ადრე, სანამ ჰარი პოტერი მის წიგნს წაიკითხავდა სკოლაში.

12. მსუბუქი ყოფაქცევა

განქორწინებული ამერიკელი - ლარიტა ჰანთინგტონი საფრანგეთში ახალგაზრდა და მდიდარ ინგლისელს, ჯონ უიტეკერს გაიცნობს. მათ შორის გაჩაღებული თავბრუდამხვევი რომანი ქორწინებით სრულდება. და აი, მოვიდა ის დროც, როდესაც ლარიტა ჯონის მშობლების გასაცნობად, მეუღლის სამშობლოში მიემგზავრება. ინგლისში ჩასულ ახალდაქორწინებულ წყვილს წინ არცთუ სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. უიტეკერების ოჯახი ამ ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდება.

13. პრაქტიკული მაგია

ოუნსების ოჯახის შესახებ უცნაური ხმები დადის: თითქოსდა სახლის ქალბატონები ალქაჯები არიან და ვინც მათ შეიყვარებს, ახალგაზრდა მოკვდება. ხმების მიუხედავად, გოგონებს სულაც არ აქვთ ბოროტი ზრახვები, მათ მხოლოდ სიყვარული და ბედნიერება სურთ, როგორც ყველა ნორმალურ ქალს.

14. შემოდგომა ნიუ-იორკში

უილ კინი ნიუ-იორკში რესტორნის მეპატრონე და 50-ს მიღწეული პლეიბოია. მას არასდროს მოსწონებია ვინმე სერიოზულად, სანამ შარლოტ ფილდინგს შეხვდებოდა. შარლოტა უილზე გაცილებით პატარაა ასაკით. იგი მხოლოდ 21 წლის არის და ახლა აპირებს ცხოვრებით ტკბობას.

15. პლეზანტვილი

დევიდ ვაგნერი – ოთხმოცდაათიანი წლების თაობის წარმომადგენელია. თუმცა ის გატაცებულია ტელეშოუთი "პლეზნატვილი", სადაც მოქმედება ვითარდება 50 წლებში, პატარა ქალაქში იმავე სახელწოდებით, სადაც ყველა მდიდარი, მხიარული და უმანკოა და ცხოვრება საოცრად სასიამოვნოა. ამ უტოპიური სამყაროთი, დევიდი თავის თავს "პლეზანტვილში" წარმოიდგენს, სადაც ის ბოლოს და ბოლოს მოიშორებდა თავიდან თავის ბიჭებზე შეშლილ დას, ჯენიფერს. და ერთხელ, საღამოს ცხოვრება საოცრად მოტრიალდება: უცნაური ტელემასტერი დევიდს არაჩვეულებრივ დინსტანციური მართვის პულტს მისცემს, რომელიც მას დასთან ერთად პირდაპირ "პლეზანტვილში" გადააგზავნის.

16. ტკბილი ნოემბერი

ნელსონი არის კაცი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა. ერთ დღეს, როდესაც მანქანის მართვის გამოცდაზე გადიოდა, მან სარა გაიცნო. ის ძალიან განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი ქალებისგან, ვისაც კი როდესმე შეხვედრია. ნელსონი აიძულებს სარას, ტესტი გააცდინოს და მოგვიანებით, იმავე დღეს სარა მას თვითონ მოძებნის. საბოლოოდ ნელსონი საცხოვრებლად სარასთან გადავა და მთელ ნოემბრის თვეს მასთან გაატარებს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93