კინო

"ბოლო პერიოდი, ქეთის ცხოვრებით ვცხოვრობ..." - როგორ "გადაფარა არჩევნები" "ჩცდ"-ის გმირმა და რას ფიქრობს პერსონაჟის ღალატზე სალომე შარვაძე

"ბოლო პერიოდი, ქეთის ცხოვრებით ვცხოვრობ..." - როგორ "გადაფარა არჩევნები" "ჩცდ"-ის გმირმა და რას ფიქრობს პერსონაჟის ღალატზე სალომე შარვაძე
პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მა­ყუ­რე­ბელს ყო­ველ სე­ზონ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბით ანე­ბივ­რებს. ზა­ზას ცოლს, ქე­თის, თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გა­მო­უჩ­ნდა. ქეთი სა­გო­ნე­ბელ­შია ჩა­ვარ­დნი­ლი. მოს­წონს მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მის მი­მართ სით­ბოს გა­მო­ხა­ტავს, თუმ­ცა სა­კუ­თარ თავს ამა­ში ვერ უტყდე­ბა. ამას, რა თქმა უნდა, უმა­ლავს ქმარ­საც, რად­გა­ნაც ეში­ნია მო­ძა­ლა­დე მე­უღ­ლის, ოჯა­ხის, რო­მელ­შიც ცხოვ­რობს და რო­მე­ლიც მის მი­მართ დიდი სით­ბო­თი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა... ამ ყვე­ლა­ფერს მა­ყუ­რე­ლი ქე­თის­თან ერ­თად გა­ნიც­დის და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბა:

"აფხა­ზე­თის და­კარ­გვას არ გა­ნიც­დის ხალ­ხიი, რო­გორც ქე­თის ბედს";

"მარ­ტო მა­შინ რა რე­აქ­ცია ჰქონ­და ზა­ზას, როცა ნი­ა­კოს ვი­ღაც ბავ­შვმა აკო­ცა და ცო­ლის ღა­ლატ­ზე რა მოხ­დე­ბა, წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და";

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ქე­თის ვნე­ბე­ბით აღ­სავ­სე სიზ­მა­რი აღ­მოჩ­ნდე­ბა, ღო­ნე­მიხ­დი­ლი ისევ ზა­ზას გვერ­დით გა­იღ­ვი­ძებს და ამო­ი­სუნ­თქებს";

"გა­სა­გე­ბია, რომ ქმა­რი მარ­თლა ძა­ლი­ან ცუ­დად ექ­ცე­ვა, მა­მამ­თი­ლი და დე­დამ­თი­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვა­მენ, შვი­ლიც "უჟ­მუ­რი" ხა­სი­ა­თის გა­მო­ად­გა... რაც შე­ე­ხე­ბა და­ქა­ლებს: პა­ტა­რა "დე­ბილ" გო­გოდ მი­იჩ­ნე­ვენ და მეს­მის, რომ სულ მცი­რე­დი სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა აკ­ლია, მარ­თლა კარ­გად მეს­მის ამ პერ­სო­ნა­ჟის... მაგ­რამ აი ღა­ლატს მა­ინც ვე­რაფ­რით გა­ვა­მარ­თლებ";

"შე მო­სას­პო­ბო! ამ და­ჭყე­ტილ კაც­ში რა მო­გე­წო­ნა, დე­დას გა­ფი­ცებ? და­მე­თხლი­შა ნერ­ვე­ბი"; "ეს სე­რი­ა­ლია, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა­შიც ასე შვრე­ბა ზოგი. კარ­გად ჩა­თხო­ვი­ლი-გა­თხო­ვი­ლი-სახ­ლში ჩამ­ჯდა­რი ქა­ლე­ბი" - წე­რენ "ფე­ის­ბუქკო­მენ­ტა­რებ­ში" სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლე­ბი.



AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ქე­თის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან, მსა­ხი­ობ შა­ლო­მე სარ­ვა­ძეს­თან.

- სა­ლო­მე, შენი პერ­სო­ნა­ჟი ბოლო დროს ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. რამ­დე­ნი­მე სე­რი­აა მის გარ­შე­მო სრუ­ლი­ად ახა­ლი ამ­ბა­ვი ვი­თარ­დე­ბა. თა­ვად მოგ­წონს ქე­თის ახა­ლი ცხოვ­რე­ბა?


- ძა­ლი­ან მი­ხა­რია ჩემი პერ­სო­ნა­ჟის ამ დო­ზით გა­აქ­ტი­უ­რე­ბა... ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემ­თვის, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, ეს სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოვ­ლე­ნის თუ წარ­მო­ჩე­ნის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა... ამ­დე­ნი წელი ქეთი ერთი ერ­ფე­რო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟი იყო, ახლა მის­თვის სხვა ეტა­პი და­ი­წყო... ამ როლ­ზე ახლა უფრო მეტს ვფიქ­რობ... ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და ჩემ­თვის მისი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბა.

- ამ ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა. ყვე­ლა თა­ვის მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, თუმ­ცა უმე­ტე­სო­ბას არ მოს­წონს ქე­თის ამ ის­ტო­რი­ა­ში გაბ­მა. ჭკვი­ა­ნი ქალი ასე არ მო­იქ­ცე­ო­დაო. რას ეტყვი მათ?


- სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში რაც ხდე­ბა, მარ­თლა და­უ­ჯე­რე­ბე­ლია... ქე­თიმ არ­ჩევ­ნე­ბიც გა­და­ფა­რა... ძა­ლი­ან მი­ხა­რია, მის ირ­გვლივ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი ასე­თი რე­ზო­ნან­სუ­ლი რომ არის. ნამ­დი­ლად არ ვე­ლო­დე­ბო­დი. ქე­თის ახა­ლი "სთო­რი" მომ­წონს. ვი­ღაცას შე­იძ­ლე­ბა მსა­ხი­ო­ბი არ მოს­წონ­დეს, მისი პერ­სო­ნა­ჟის გან­ვი­თა­რე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა, მაგ­რამ მე მომ­წონს და მი­ხა­რია, რომ სცე­ნა­რის­ტი მენ­დო და დღეს უკვე უზო­მოდ სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟი ჩემი სა­თა­მა­შოა. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93