კინო

6 მცდარი ფაქტი, რომლებიც ფილმ ,,ბოჰემური რაფსოდიის” რეჟისორმა შემოგაპარათ

6 მცდარი ფაქტი, რომლებიც ფილმ ,,ბოჰემური რაფსოდიის” რეჟისორმა შემოგაპარათ
რეალური ცხოვრება არც ისეთი აღმაფრთოვანებელია ხოლმე – მაშინაც კი, თუ სიუჟეტი ლეგენდარული ფრედი მერკურის ირგვლივ ვითარდება. ამიტომ, როცა ჰოლივუდში ბიოგრაფიულ ფილმებს იღებენ, მაყურებელში ინტერესის გასაღრმავებლად, ზოგიერთ ფაქტს აყალბებენ, აზვიადებენ ან იგონებენ.

გთავაზობთ 6 მცდარ ფაქტს, რომლებიც ფილმ "ბოჰემური რაფსოდიის” რეჟისორებმა, ბრაიან სინგერმა და დექსტერ ფლეტჩერმა შემოგაპარეს:


  1. "ქვინის” ევოლუცია სულაც არ წარმართულა ისე სწრაფად, როგორც "ბოჰემურ რაფსოდიაშია” ნაჩვენები. მერკური ბრაიან რეისა და როჯერ ტეილორს იქამდე იცნობდა, სანამ "ქვინის” შექმნის იდეა გაჩნდებოდა. მუსიკოსები ერთმანეთს ტიმ სტაფელმა წარუდგინა.
    ტიმი ბას-გიტარისტი იყო ჯგუფ “სმაილში”. ამ დროისთვის მერკური ბენდ "აიბექსთან” ერთად მღეროდა და იყენებდა ფსევდონიმს – ბულსარა. ერთ-ერთ მორიგ შოუზე "აიბექსს” "სმაილიც” შეუერთდა. სწორედ ამ დღეს პირველად გამოჩნდა სცენაზე მერკური ბრაიან რეისა და როჯერ ტეილორთან ერთად. ტიმ სტაფელმა ჯგუფის დატოვება გადაწყვიტა იმ დროისთვის, როცა მერკური "სმაილის” ბიჭებთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობდა. ასე რომ, ბას-გიტარისტის ჩანაცვლების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიარა. იმის შემდეგ, რაც ფრედი "სმაილის” მომღერალი გახდა, ბენდმა "ქვინი” დაირქვა.
  2. მაყურებელი გააოგნა იმ ფაქტმა, რომ ფილმში მერკურის შეყვარებული ქალია, ვინაიდან საზოგადოებაში ფრედი გეიდ აღიქმება. დიახ, სრული სიმართლეა, რომ მერკურის 2 საპირისპირო სქესის შეყვარებული ჰყავდა და ორივე მათგანზე დაქორწინება სურდა. განსაკუთრებით უყვარდა მერი ოსტინი და მისთვის სიკვდილამდე განსაკუთრებულ ადამიანად დარჩა. "ბოჰემურ რაფსოდიაში” ნაჩვენები ხელის თხოვნის სცენა რეალურისგან სრულიად განსხვავდება. მერკურის ყოფილი პარტნიორი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა: "ფრედიმ დიდი ყუთი მომიტანა. გავხსენი და მასში შედარებით მცირე ყუთი დამხვდა, მეორე ყუთს მესამე, მეოთხე და მეხუთე მოჰყვა… ასე იქამდე, სანამ ბეჭედი არ აღმოვაჩინე. ის იყო სადა და უბრალო. დაუფიქრებლად წავიჩურჩულე: "თანახმა ვარ!” ფილმში ნაჩვენებ ბეჭედს კი დიდი ბრილიანტი ამშვენებს.
  3. "ბოჰემურ რაფსოდიაში” ნაჩვენებია, რომ მერი და ფრედი არასდროს დაქორწინებულან, რაც სრული სიმართლეა. სამაგიეროდ, რეჟისორებმა სცადეს, მაყურებელი დაერწმუნებინათ, რომ დაშორების შემდეგ მათ აღარ ჰქონიათ ახლო ურთიერთობა. რეალურად მერისთვის ყოფილი საქმრო უძვირფასეს ადამიანად დარჩა და ეკონტაქტებოდა სიცოცხლის ბოლომდე. ოსტინი იხსენებდა – "ის ხშირად მღალატობდა მამაკაცებთან. ამისი ატანა უკვე შეუძლებელი იყო. ერთხელ ფრედიმ მითხრა:

  • - მართალია, მერი, მე ბისექსუალი ვარ.
  • - არა, ფრედ. შენ გეი ხარ. – ვუპასუხე მე და მის შემდეგ კარგ მეგობრებად დავრჩით.

თავად ფრედი კი ამბობდა: "ჩემი ყველა საყვარელი მეკითხებოდა, რატომ არ მსურდა მათთან ერთად ოჯახის შექმნა, რაზეც ვპასუხობდი, რომ ვერავინ დაიკავებდა მერის ადგილს. ერთადერთი ნამდვილი და უახლოესი მეგობარი, რომელიც მყოლია, მერია. ამიტომ შეუძლებელია ვიმემ ჩაანაცვლოს. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ქორწინება". მერკური მაშინაც, როცა მამაკაცებთან ერთად ცხოვრობდა, მერის თავის ცოლად მოიაზრებდა.

განაგრძეთ კითხვა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93