კირა ნაითლის 10 საუკეთესო კინოროლი - Marao

კირა ნაითლის 10 საუკეთესო კინოროლი

2020-04-06 13:11:31+04:00

კირა ნაითლი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია ჰოლივუდში.
წარმოგიდგენთ კირა ნაითლის ყველაზე გამორჩეულ და დასამახსოვრებელ კინო როლებს.

კარიბის ზღვის მეკობრეები (2003/2006/2007)

ამ ფილმმა მსახიობი ზე-პოპულარული გახადა. კირა ძლიერ და უშიშარ ლამაზმანს - ელიზაბეტ სტოუნს განასახიერებს, რომელსაც ძალიან უყვარს თავგადასავლები. ისეთ ვარსკვლავებთან გამოჩენამ, როგორიცაა ჯონი დეპი და ორლანდო ბლუმი, კირას, ამერიკული კინემატოგრაფიის მწვერვალისკენ მიმავალი გზა გაუხსნა.

ნახეთ ყველა სერია

რეალური სიყვარული (2003)

რომანტიკული კომედია, სადაც კირა თამაშობს გოგოს, რომელიც გათხოვების მერე მიხვდება, რომ მისი ქმრის მეჯვარე მასზეა შეყვარებული.

სიამაყე და ცრურწმენა (2005)

ფილმში კირა ელიზაბეტ ბენეტს განასახიერებს, თავისუფალ ლამაზ ქალს, რომელსაც ამაყი, თავდაჯერებული და ძალიან მდიდარი არისტოკრატი - მისტერ დარსი უყვარდება. ამ როლისთვის კირა წარდგენილი იყო „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი.

მონანიება (2007)

ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფილმია, კირას მონაწილეობით. მან „ოქროს გლობუსის“ ორი პრემია მიიღო.

ჰერცოგინია (2008)

ისტორიულ დრამაში, მსახიობის გმირი - ჯორჯიანა სპენსერი ახალგაზრდა, ჭკვიანი, მხიარული გოგონა გრაფ დევონშირს მიყვება ცოლად და ჰერცოგინია გახდება. მას აქვს ყველაფერი, რაზეც ნებისმიერი ქალი ოცნებობს, გარდა ერთისა... ის ვერ პოულობს ნამდვილ გრძნობას...

წინა ღამეს ნიუ-იორკში (2009)

ეს ფილმი ნამდვილად იმსახურებს ათეულში მოხვედრას. სპეციფიკური სცენარი, გადაღების უჩვეულო მანერა დრამას ძალიან ღრმას და ემოციურს ხდის.

ვეძებ მეგობარს ქვეყნის დასალიერში (20011)

ეს არის ფილმი მოსალოდნელ აპოკალიფსზე. კირა ამჯერად პოზიტიურ გოგონას, პენელოპა ლოხარტს თამაშობს, რომელიც შეყვარებულმა მიატოვა და ეძებს მეგობარს - ქვეყნის დასალიერში.

ანა კარენინა (2012)

ფილმი გადაღებულია ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით. არაჩვეულებრივი კოსტიუმები, ვარცხნილობები, გარემო და შესანიშნავი - კირა ნაითლი - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ფილმი მოკლედ.

ახალი დასაწყისი  (2013)

ეს არის არაჩვეულებრივი ფილმი, არაჩვეულებრივი მსახიობების შესრულებით: მარკ რუფალო, ადამ ლევინი, Cee-lo. ამ მელოდრამაში ერთმანეთს ერწყმის ბრწყინვალე მსახიობების ბრწყინვალე შესრულება და შეუდარებელი ატმოსფერო. ფილმში წარმოდგენილი სიმღერები თავად კირამ შეასრულა.

იმიტაციის თამაში (2014)

ამ როლმა მსახიობს მეორე ნომინაცია მოუტანა „ოსკარზე“, კატეგორიაში - „საუკეთესო მეორე ხარისხოვანი მსახიობი ქალი“. კირა ფილმში ნიჭიერ მათემატიკოს გოგონას თამაშობს.