კინო

5 ფილმი სილამაზეზე, რომლებიც საახალწლო განწყობას გაგიხანგრძლივებთ

5 ფილმი სილამაზეზე, რომლებიც საახალწლო განწყობას გაგიხანგრძლივებთ
ახალი წელი გავიდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საახალწლო განწყობა აღარ უნდა გაგრძელდეს.
მოამზადე შენი საყვარელი ცხელი სასმელი და კომფორტულად მოეწყვე. ჩვენი კინოსეანსი იწყება:

მოჩვენებითი სილამაზე


ჰოვარდ ინლეტის ცხოვრება კარგად მიდის. სამსახურში მას აფასებენ, მეგობრები აღფრთოვანებულნი არიან მისით, სახლში კი ლამაზი ცოლი და ქალიშვილი მუდამ ელოდებიან. მაგრამ პირადი ტრაგედია ჰოვარდის ცნობიერს თავდაყირა დააყენებს და საშინელ დეპრესიაში ჩააგდებს. თანამშრომლები გადაწყვეტენ, რადიკალური ზომები მიიღონ, რომ კოლეგას დაეხმარონ. ფილმი მთავარ კითხვებზე პასუხებს გიკარნახებს, სასწაულებისაც ირწმუნებ და
მშვენიერ განწყობას გაჩუქებს.

უყურეთ

ეს მშვენიერი ცხოვრება

დასავლეთის ქვეყნებში ამ ფილმის გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია. ეს გახლავთ შავ-თეთრი კინემატოგრაფიის კლასიკა.

უყურეთ

"ფიფქია: გნომების შურისძიება"


თქვენ წინაში ზღაპრული სამყაროს ფარდა გაიხსნება და ნახავთ, თუ რა არის სინამდვილეში ბოროტება და რა - სიკეთე.

8 ქალი


თოვლის ქარბუქის გამო რვა სხვადასხვა ასაკის და სოციალური სტატუსის მქონე ქალი შობის წინ რომელიღაც გარეუბანში, ერთ სახლში აღმოჩნდება გამომწყვდეული. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი პრობლემა. მალე სახლში მეპატრონის გვამს იპოვიან.

მხიარული სახე

მოდის სამყაროში ახალი სახის პოვნა — ადვილი არაა. მოდური ჟურნალის, «Quality»-ს მთავარი რედაქტორი და ფოტოგრაფი კარგავენ იმედს იმის გამო, რომ გარეკანისთვის შესაფერისი გოგონა ვერ იპოვეს. თუმცა, წიგნის მაღაზიაში ერთ გოგოს იპოვიან...

უყურეთ
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93