21 დეკემბრიდან, Netflix-ზე ახალი ფილმი - "ჩიტის ყუთი" დაიდო, სადაც მთავარ როლს მსახიობი სანდრა ბულოკი ასრულებს.
სიუჟეტი ასეთია: ადამიანები მოულოდნელად ჭკუიდან გადასვლას იწყებენ. თითქოს, რაღაც ძალიან საშიში დაინახეს და მაშინვე იკლავენ თავს. მარტოხელა დედა ორი შვილით გადარჩენის გზებს ეძებს და ცდილობს, ჯანსაღი ფსიქიკა შეინარჩუნოს.
მთავარია - ვერაფერს ხედავდე!
ეს ფილმი Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული გახდა! 7 დღეში ის 45 მლნ-მა ადამიანმა ნახა.