პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" მაყურებელს სულ უფრო დაძაბულ სერიებს სთავაზობს. ზაზას ცოლს, ქეთის საყვარელი ჰყავს და ოჯახში არსებულ დაძაბულობას სერიალის გმირებთან ერთად მაყურებელიც განიცდის.
სალომე შარვაძის გმირი (ქეთი) ქმარს ზაზას უმალავს ამბავს, რადგანაც ეშინია მოძალადე მეუღლის, ოჯახის, რომელშიც ცხოვრობს და რომელიც მის მიმართ დიდი სითბოთი არ გამოირჩევა... თუმცა, მისმა დედამთილმა ნაირამ რძლის გატაცების შესახებ გაიგო და ახლა სერიალში დაძაბულობის ახალი ეტაპი იწყება.
რას მოიმოქმედებს ზაზა და რა ბედი ელის ქეთის? - ამ ყველაფერს მაყურელი განიცდის და სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურება:
"2 კილო დავიკელი, ისეთი სანერვიულო სერიებია"
"ქეთის დედამთილი და ჯანდაბა. ახლა გადავახვიე და არ ვარ კარგად"
"ქეთის (ან ნებისმიერი სხვა) დედამთილისგან სხვანაირ ქცევას ელოდა ვინმე? ქეთის დედის ქცევაა უბედურება, როცა ქმრის სახლიდან წასული ქალი საკუთარ სახლს ვერ აფარებს თავს, ამაზე უარესი რა უნდა იყოს..." გაგრძელება