ცნობილი ქართველი მსახიობი - მერაბ ნინიძე, რომელიც 1995 წლიდან ავსტრიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ბოლო დროს, მსოფლიო კინოინდუსტრიის ყურადღების ცენტრში კიდევ უფრო აქტიურად ექცევა. ამჯერად, ცნობილი გახდა, რომ 53 წლის მსახიობს დომინიკ კუკის ახალ დრამაში "Ironbank" ვიხილავთ.
ფილმში ნინიძესთან ერთად, მონაწილეობს სერიალ "შერლოკის" ვარსკვლავი - ბენედიქტ კამბერბეჩი.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა როლს ასრულებს ქართველი ვარსკვლავი მორიგ ფილმში, მაგრამ გავრცელდა ფილმის სიუჟეტის მოკლე მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც ისტორია ცივი ომის პერიოდს ეხება და გადაღებებიდან რამდენიმე კადრი უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელებში.
ტელეეკრანებზე ფილმი 2019 წლის ბოლომდე გამოჩნდება.