ჩვენ შევარჩიეთ 2018 წლის საუკეთესო 10 ფილმი "imdb" რეიტინგის მიხედვით - ყველა ასაკის და ყველა გემოვნების ადამიანისთვის.
მაშ ასე, დავიწყოთ..
ბოჰემური რაფსოდია - ეს შედევრი ფრედი მერკურსა და ჯგუფ „Queen“-ზე შეყვარებული ადამიანებისთვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. სწორედ ის ფილმია, რომლის დამაინტრიგებელი განვითარება აუცილებლად ჩაგითრევთ. მასში გადმოცემულია ფრედი მერკურის ხასიათი, მიზნები, დეტალები მისი ცხოვრებიდან, რის შესახებაც აქამდე ბევრს არც სმენია.
აქვამენი - მთავარ როლში ლეგენდარული ჯეისონ მომოა გვევლინება. არტურ ქიურის გმირი ატლანტის წყალქვეშა სამეფოს მემკვიდრეა. წინამძღოლმა თავისი ხალხი არასდროს არ უნდა მიატოვოს და უნდა გახდეს გმირი - სამყაროს გადასარჩენად. წინ თავგადასავლებით სავსე ფილმი გელით, რომელიც წყალქვეშა, ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ.
„აქვამენი“ ფენტეზისა და ფანტასტიკის მოყვარულებისთვის სწორედ რომ მისწრებაა.
ჩიტის ყუთი - სანდრა ბულოკის მონაწილეობამ ფილმი კიდევ უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი გახადა. დრამის, ფანტასტიკის და თრილერის ნაზავი მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ. რატომ უნდა იყოს მთავარი გმირი თვალახვეული? რატომ არის მასზე დამოკიდებული, იცოცხლებენ თუ არა მისი თანმხლები ბავშვები? ამ ყველაფერზე პასუხს „ჩიტის ყუთი“ გაგცემთ.
ჯადოსნური ცხოველები 2 - გრინდელვალდის დანაშაული -
უცნაური არსებები, გაქცევა, ბრძოლა ჯადოქრებთან... დაუვიწყარი თავგადასავალი გრძელდება. ორი თანამოაზრე ჭკვიანურ გეგმას შეიმუშავებს. გაამართლებს თუ არა მათი კავშირი?
ლაბირინთში მორბენალი 3- სიკვდილით განკურნება - მთავარი გმირი ტომასი მეგობრებთან ერთად ფათერაკებით აღსავსე ადგილას იმყოფება. ბრძოლა სიცოცხლის შესანარჩუნებლად მსხვერპლს მოითხოვს. ახალგაზრდებს ტანჯავთ უამრავი კითხვა, რატომ მოხვდნენ იქ, სადაც ამდენი ხანია არიან. პასუხი ყველა კითხვაზე მხოლოდ იმ ლაბირინთის გავლის შემდეგ ექნებათ, რომელშიც წარმოუდგენელი ამბები ელით.
ოუშენის 8 მეგობარი - დები ოუშენი ახლახან გაათავისუფლეს. ის ძლიერი ქალია, რომელსაც უჩნდება იდეა, ერთი დაუმთავრებელი საქმე დაასრულოს. 7 ქურდი ქალბატონი ეცდება დებისთან ერთად საოცრების მოხდენას ნიუ-იორკის „მეთ გალას“ დაჯილდოებაზე. ოუშენის 8 მეგობარს შორის იხილავთ რიანას, ქეით ბლანშეტს და სხვა ცნობილ ქალბატონებს, რომელთა ნიჭიც შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ.
სასტუმრო ტრანსილვანია 3 - საზაფხულო არდადეგები - ანიმაციური ფილმი, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის გული დაიპყრო. ფილმის მესამე ნაწილი წინა ორს არაფრით ჩამოუვარდება. დრაკულამ გადაწყვიტა, არდადეგები ოჯახთან ერთად მონსტრულ კრუიზში გაატაროს. რით დასრულდება დრაკულას და გემის კაპიტან ერიკას სიყვარული?
ეს ის ანიმაციაა, რომლის ყურების დროს უზომოდ გამხიარულდებით.
პირველი მოთამაშე - სათავგადასავლო, მძაფრსიუჟეტიანი, 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფილმი. სტივენ სპილბერგის უძლიერესი ნამუშევარი, რომლის ხილვის შემთხვევაშიც თქვენ მთავარ გმირებთან ერთად წარმოუდგენელ ვიდეოთამაშში აღმოჩნდებით.
ანიჰილაცია - საიდუმლო ექსპედიციის წევრობა ადვილი საქმე არ არის. წინ უამრავი დაბრკოლებაა. ახალგაზრდა ბიოლოგი ქალი უერთდება სახიფათო ექსპედიციას, რომელიც მისთვის უცნობ ადამიანებთან ერთად სხვა სივრცეში გასვლას გულისხმობს. როგორია სამყარო, რომელიც აქამდე არ გინახავთ? ვინ ცხოვრობს იქ, სადაც ბუნების კანონები აღარ მოქმედებს?
მერი პოპინსი ბრუნდება - დეპრესიის ერაში, ლონდონში ახლა უკვე ზრდასრული ჯეინი და მაიკლ ბენკსი მაიკლის სამ შვილთან ერთად სტუმრობენ მერი პოპინსს. მისი უნიკალური მაგიური უნარებით და მეგობარი ჯეკის მეშვეობით მერი პოპინსი ეხმარება ოჯახს, თავიდან აღმოაჩინონ მხიარულება და ცხოვრების სილამაზე...