ჰოლივუდელმა ლამაზმანმა სარა ჯესიკა პარკერმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ვიდეო თავისი საკულტო პერსონაჟის, „სექსი დიდ ქალაქში“ გმირის, კერი ბრედშოუს „ხანმოკლე გამოჩენის“ შესახებ.
53 წლის მსახიობი გამოჩნდა Instagram-ზე, თავისი პერსონაჟის სახით, მიმავალი მანჰეტენის ქუჩებში, რომელიც გამოწყობილია ღია მწვანე ქვედაბოლოსა და ოქროსფერ მოსაცმელში.
„ჩემი ძველი მეგობარი“ - ასე მოიხსენიებს კერის, რომელიც გადაადგილდება ქუჩებში თეთრმაქმანებიან ჩექმაში, SATC-ის საუნდტრეკის ფონზე.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა არ დაასახელა თავისი პერსონაჟის დაბრუნების მიზეზი SATC-ში, საზოგადოების ვარაუდით, საქმე ეხება პარტნიორობას ბრენდთან ან საქველმოქმედო აქციას.
სხვადასხვა მოსაზრების და ვარაუდის გასაფანტად კი, რამდენიმე საათის წინ სარამ სრული სარეკლამო რგოლი დადო, სადაც გამოჩნდა ბელგიური ლუდის ბრენდი Stella Artois წარწერით „შეცვალე ჩვეულებრიობა“ და „ 1 ბოთლი = 1 თვეს სუფთა წყალს“.
„მადლობა #StellaArtois-ს, ვინაიდან როდესაც შეცვლით ჩვეულებრიობას, თქვენ შეძლებთ აკეთოთ სიკეთე“.
წყარო: independent.co.uk