კინო

13 ფილმი მოგზაურობაზე მათთვის, ვინც შვებულების უცხოეთში გატარებას ვერ ახერხებს

13 ფილმი მოგზაურობაზე მათთვის, ვინც შვებულების უცხოეთში გატარებას ვერ ახერხებს


ველურ პირობებში (2007 წელი)



ფილმის სიუჟეტი: ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე. 1992 წელს, ემორის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საუკეთესო სტუდენტი და ათლეტი კრისტოფერ მაკქენდლესი უარს ამბობს საკუთარ ქონებაზე, საკუთარ დანაზოგს 24 000 დოლარის ოდენობით მთლიანად ქველმოქმედებაში ხარჯავს და თავად უდაბურ ადგილას საცხოვრებლად, ავტოსტოპით ალიასკაზე მიემგზავრება. გზად კრისტოფერი უამრავ პერსონაჟს შეხვდება, რომლებიც მის ცხოვრებას შეცვლიან...

თრეილერი

მოტოციკლისტის დღიური (2004 წელი)




ფილმის სიუჟეტი: "მოტოციკლისტის დღიური" კუბის რევოლუციის ლიდერის, ჩე გევარას დღიურებზეა დაფუძნებული. მოგონებებში ის თავის საუკეთესო მეგობართან, ალბერო გრანადოსთან
ერთად სამხრეთ ამერიკაში მოტოციკლით მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს.

თრეილერი

გზა შინისკენ (2010 წელი)




ფილმის სიუჟეტი: 1940 წელი. ექვსი პატიმრის ისტორია, რომლებიც ბანაკ "გულაგიდან" გამოიპარნენ და ცდილობენ, თავი დააღწიონ ტყვეობას...

თრეილერი

უოლტერ მიტის საიდუმლო ცხოვრება (2013 წელი)



ფილმის სიუჟეტი: ჟურნალ "LIFE"-ის ფოტომენეჯერი უცნაური ადამიანია, ის მუდმივად ოცნებაშია და ხშირად რეალობის აღქმა უჭირს. ერთხელაც ის მიემგზავრება დაკარგული ნეგატივის საპოვნელად...

იხილეთ ფილმების სრული ჩამონათვალი და თრეილერები სრულად - მუვიპედიაზე

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93