თუ გიყვართ საშინელებათა ფილმები, თრილერი, მისტიკა - მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა!
მეექვსე გრძნობა (1999 წელი)
ფილმის სიუჟეტი: ფსიქოლოგიური თრილერი რვა წლის ბიჭის, კოულ სიარის შესახებ, რომელსაც სჯერა, რომ მკვდრების სამყაროს დანახვა შეუძლია. ბავშვთა ფსიქოლოგი მალკოლმ ქროუ ცდილობს, კოულს პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს და ხვდება, რომ ბავშვი მართლაც ხედავს გარდაცვლილთა სულებს.
თრეილერი
წყევლა (2013 წელი)
ფილმის სიუჟეტი: ფილმი მოგვითხრობს პარანორმალური მოვლენების მკვლევარებზე. ედ და ლორეინ უორენები ცდილობენ, დაეხმარონ ოჯახს, რომელსაც ბნელი ძალა ატერორებს...
თრეილერი
ორი დის ამბავი (2004 წელი)
ფილმის სიუჟეტი: დები ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სახლში ბრუნდებიან, სადაც მამა და დედინაცვალი ელოდებიან. სიტუაცია სახლში საკმაოდ დაძაბულია. მალე უცნაური ამბები ხდება, დებს ეჩვენებათ, რომ სახლში კიდევ არის ვიღაცა...
თრეილერი
ზარი (2002 წელი)
ფილმის სიუჟეტი: ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალი ცდილობს საიდუმლო ვიდეოფირის წარმომავლობის დადგენას. ვიდეოფირის ყველა მნახველი ერთ კვირაში კვდება... თრეილერი
წითელი ვარდი (2002 წელი)
ფილმის სიუჟეტი: პროფესორი ჯოის რერდონი მოიწვევს ექვს ექსტრასენსს სახიფათო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად. მას დაგეგმილი აქვს ზებუნებრივი ძალების გაღვიძება, რომლებიც ამ სახლში ბინადრობენ. აუცილებელია ამ რიცხვის კალენდარში მონიშვნა და, ყოველი შემთხვევისთვის - სიცოცხლის დაზღვევა (სტივენ კინგის მოთხრობების ეკრანიზაცია) ...
თრეილერი
ნახეთ სრული სია