კინო

ტოპ 10 ფილმი პოსტ-აპოკალიფსის თემაზე

ტოპ 10  ფილმი პოსტ-აპოკალიფსის თემაზე
რა მოხდება თუ ერთ დღესაც სამყარო განადგურდება?

რა გამოიწვევს ამას? ყველანი დავიხოცებით? ამ კითხვებზე ზუსტი პასუხები არ არსებობს და იმედი ვიქონიოთ, არასდროს აღმოვჩნდებით ფაქტის წინაზე, თუმცა არსებობს ფილმები, რომლებიც ჩვენს წარმოსახვას აჭარბებს და თვალწინ გვიშლის ხედს პოსტაპოკალიფსის სამყაროდან. ჰოლივუდის რეჟისორთა ფანტაზია სხვადასხვაგვარია, მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილ ფილმებს ერთი მთავარი სათქმელი აქვს - თუ სამყარო განადგურდება, გაუფასურდება ყველაფერი, გარდა ადამიანობისა.

მღვდელი


სიუჟეტი კორეელ მინ-ვუ ჰუნგის კომიქსის მიხედვითაა შედგენილი. ფილმი მოგვითხრობს აივან აიზაკსის ისტორიას, რომელიც მეომარიცაა და ეკლესიაშიც
მსახურობს. ერთხელაც იგი არღვევს ეკლესიის წესებს და შერიფთან ერთად მიდის ვამპირებზე სანადიროდ, რომლებმაც მისი დისშვილი მოიტაცეს.

უყურეთ ონლაინ

ილაის წიგნი



ფილმში მილა კუნისი და გარი ოლდმანი მონაწილეობენ. სიუჟეტისმიხედვით, სამყაროში მომხდარი კატასტროფის შემდეგ ამერიკა გადამწვარ უდაბნოდ გადაიქცა. უსასრულო გზებზე, რომლებიც სავსეა წყალზე და საკვებზე მონადირე ბანდებით, მოგზაურობს ბრძენი ილაი. ერთხელაც ის ყოფილი კალიფორნიის მხარეში ხვდება, რომელსაც ტირანი კარნეგი განაგებს...

უყურეთ ონლაინ

გადაშენება


ცხრა წლის განმავლობაში პატრიკი, ჯეკი და მისი ქალიშვილი ზომბი აპოკალიფსს დათოვლილ ქალაქში, სახელად ჰარმონია, ემალებოდნენ. ფიქრობდნენ, რომ ეს საშინელი ურჩხულები სამუდამოდ გაქრნენ, თუმცა თავს დაცულად მაინც არ გრძნობდნენ. ერთ დღეს, როდესაც პატრიკი საკვების საშოვნელად გავა, აღმოაჩენს, რომ ზომბები დაბრუნდნენ და რომ ახლა ისინი უფრო ძლიერები არიან. შეძლებს თუ არა ადამიანთა რასა გადაურჩეს მეორე ზომბი აპოკალიფსს?

უყურეთ ონლაინ

28 კვირის შემდეგ


სასიკვდილო ვირუსმა ბრიტანეთის ყველა მოქალაქე იმსხვერპლა. ამერიკელთა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ საფრთხე ჩავლილია და კუნძულზე ჩასვლას გაბედავს. მალე ცხადი ხდება, რომ ვირუსი კვლავ ცოცხლობს და ახალ მსხვერპლს ელის...

უყურეთ ონლაინ

მტაცებელი ქალაქები


"60 წუთიანი ომიდან" მრავალი წლის შემდეგ დედამიწას გიგანტური რგოლები ანადგურებენ. ისინი შთანთქავენ პატარა ქალაქებს, რათა აღიდგინონ რესურსები...

უყურეთ ონლაინ

მე ვარ ლეგენდა


რობერტ ნევილი მეცნიერია რომელმაც ვერ შეაჩერა საშინელი, ხელოვნურად შექმნილი ვირუსის ეპიდემია. ახლა ნევილი უკანასკნელი ადამიანია რომელიც ცხოვრობს ტერიტორიაზე, რაც ნიუ-იურკისგან ან საერთოდ სამყაროსგან არის დარჩენილი. სამი წლის მანძილზე ნევილი აგზავნის შეტყობინებებს რადიოს მეშვეობით, რათა კიდევ იპოვნოს ვინმე გადარჩენილი...

უყურეთ ონლაინ

ლაბირინთში მორბენალი


მოზარდი სახელად ტომასი, იღვიძებს ლიფტში და არაფერი არ ახსოვს. ის აღმოჩნდება 60-მდე მოზარდთან ერთად, რომლებმაც შეძლეს ჩაკეტილ სივრცეში გადარჩენა. თვეში ერთხელ ჯგუფს ემატება ახალი მონაწილე. ბიჭები უკვე წლებია ცდილობენ გამოაღწიონ ამ ლაბირინთიდან. ერთხელაც, ახალი ბიჭის მაგივრად, გამოჩნდება გოგონა კომაში...

უყურეთ ონლაინ

მონსტრები


NASA-ს სატელიტის მექსიკაში ჩამოვარდნის შემდეგ 6 წელი გავიდა. ამერიკელი ჟურნალისტი თან ახლავს მოგზაურს, რომელიც კარანტინის ზონიდან ცდილობს მოხვდეს ამერიკის უსაფრთხო საზღვარზე...

უყურეთ ონლაინ

ჩიტის ყუთი


ქალი და ორი ბაშვი არიან თვალებახვეულები რომლებიც მდინარის გასწვრივ პოსტ-აპოკალიფსულ გარემოში გადიან...

უყურეთ ონლაინ


შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა


ფილმის სიუჟეტი: აპოკალიფსური ამბავი ჩვენს პლანეტაზე განვითარდება და მოგვიყვება ადამიანებზე, რომლებიც უდაბნოში არიან ჩარჩენილნი და არსებობისათვის იბრძვიან. ამ ბრბოში ჩნდება ორი მეამბოხე. ორივე მათგანი მზად არის, მდგომარეობა შეცვალოს. მაქსი, რომელიც ბევრი ლაპარაკის ნაცვლად მოქმედებას ამჯობინებს, სიმშვიდის პოვნას ცდილობს. საქმე იმაშია, რომ მან ამ ქაოსში ცოლ-შვილი დაკარგა. ფურიოსა კი მეამბოხე ქალია, რომელიც ასევე მოქმედებას ამჯობინებს და სწამს, რომ გადარჩენის გზა მის მშობლიურ სოფლამდე მიდის...


უყურეთ ონლაინ
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
გიორგი
ამ ჩამონათვალს "წყლის სამყაროს" დავამატებდი - კევინ კოსტნერის მონაწილეობით. ამ სიაში თითქმის ყველა ფილმს ჯობია.
10:32 / 12-02-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93