"მონა იზაურა" - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაზილიური სერიალია. ის ტელეეკრანებზე 1976-1977 წლებში გადიოდა. საქართველოში კი 90-იან წლებში იზაურას ისტორია ყველამ იცოდა.
იზაურა მონა ქალია, რომელიც თავისუფლებაზე ოცნებობს. მას მოუწევს თავისი ძალაუფლების მოყვარული ბატონისგან, ლეონსიოსგან აიტანოს შევიწროება.
სერიალში მთავარი როლი მსახიობმა - ლუსელია სანტუსმა ითამაშა, რომელიც გადაღების დროს 19 წლის იყო. ეს მისი პირველი სამსახიობო გამოცდილება გახლდათ. მსახიობს იზაურას როლმა უზარმაზარი წარმატება მოუტანა.
<div class="captcha_main_class_1">
<div class="captcha_image_class_1"></div>
ლუსელია სანტუსი</div>
სანტუსი დაახლოებით 40 სერიალსა და ფილმში გადაიღეს. მაგალითად: "სულელი კუპიდონი", "სენიორიტა", "კარმენი" და ა.შ. ასევე, მან თავი რეჟისორის ამპლუაშიც მოსინჯა და ორი დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
მსახიობი სერიალებში 2007 წლამდე იღებდა მონაწილეობას.
სანტუსს ჰყავს შვილი - პედრო, რომელიც დედის კვალს გაჰყვა და მსახიობი გამოვიდა. ქმარს კი 20-წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორდა.
<div class="captcha_main_class_1">
<div class="captcha_image_class_1"></div>
იზაურას შვილი პედრო</div>
ლუსელინს Instagram-ში თავისი "ექაუნთიც" აქვს და 43 000 "ფოლოუერი" ჰყავს. ის ხშირად მოგზაურობს, დაკავებულია იოგით და გატაცებულია ბუდისტური კულტურით.