კინო

ვინ გაცოცხლდება „სამეფო კარის თამაშების" გარდაცვლილი პერსონაჟებიდან ფინალურ სეზონში?

14 აპრილს დაანონსებულია „სამეფო კარის თამაშების" ფინალური სეზონის პირველი სერია, რომელსაც მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ელის. got
"სამეფო კარის თამაშების" ფინალურ, მერვე სეზონში, ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბრძოლის სცენა იქნება. როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, ამ ეპიზოდის გადაღებები 55 დღე გრძელდებოდა.

“მართალია, ამ სცენის გადაღება ძალიან შრომატევადი და დამქანცველი იყო, მაგრამ ეს ვის ადარდებს?! წარმოდგენაც კი არ გაქვთ, ისეთი გრანდიოზული რამ გელოდებათ წინ”, – ამბობს „სამეფო კარის თამაშების" პროდიუსერი.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბრძოლის სცენა
ასევე GOT-ს ეკუთვნის, Battle of the Bastards-ის გადაღებები 25 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

gif game of thrones war-ის სურათის შედეგი
როგორც სოციალურ ქსელებში განიხილავენ, ღამის მეფე შესაძლოა გახდეს ბრან სტარკი, თუმცა აქვე განიხილავენ მეორე ვარიანტსაც, რომელსაც სანსა სტარკი დაიკავებს.

სულ ახლახან კი ცნობილი გახდა დასავლური მედიასაშუალებებისგან, რომ რეჟისორი პეტირ ბეილიშის გაცოცხლებას გეგმავს. სერიალის გულშემატკივრები დარწმუნებულები არიან, ბეილიშმა მოახერხა სიკვდილისაგან თავის დაღწევა, მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდე სეზონის დასასრულს სანსა და არია სტარკმა აწამეს ის.

game of thrones ned stark gif-ის სურათის შედეგი
ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ აპრილს.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93