ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც "ოსკარის" ღონისძიებას არავინ წაიყვანს.
როგორც ABC Entertainment-ის ხელმძღვანელი აცხადებს, წამყვანის ნაცვლად ჯილდოებს ცნობილი ადამიანები, ე.წ. სელებრითები წარადგენენ.
"ოსკარის" დაჯილდოების 91-ე ცერემონიალი 24 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება.
შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში კომიკოსი კევინ ჰარტი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალის წამყვანობიდან მოხსნეს.
ამის მიზეზი მის მიერ რამდენიმე წლის წინ "ტვიტერზე" გავრცელებული ჰომოფობიური კომენტარები გახდა.
კევინ ჰარტი
თამთა ჯიჯავაძე
წყარო: bbc.com