კინო

ვალენტინობის საღამოს სანახავი 5 ფილმი მარტოხელებისთვის

ვალენტინობის დღესასწაულს თუ წყვილის გარეშე ხვდებით და ხმაურიანი საღამო მომაბეზრებელია თქვენთვის, ამჯობინებთ მარტო სახლში ყოფნას და ფილმების საღამოს მოწყობას, ამ შემთხვევაში marao.ge-მ სწორედ თქვენთვის მოამზადა რომანტიკული კომედიების სახალისო ხუთეული, რომელიც თქვენი განწყობის ამაღლების საუკეთესო საშუალება იქნება.

1. შეყვარებულის გარეშე

how to be single
ნიუ-იორკი სავსეა მარტოხელა გულებით, რომლებიც ეძებენ „სწორ“ ქორწინებას. ასეთები არიან ელისი, რობინი, ლუსი, მეგი, ტომი და დევიდი - მათ ყველას სჭირდება ისწავლონ, თუ როგორ იყვნენ მარტო სიყვარულით სავსე სამყაროში. უყურეთ ონლაინ

2. გოგონა კომპლექსების გარეშე


trainwreck
გოგონა ცდილობს
თავის ცხოვრებაში თავს დამტყდარი პრობლემების დაძლევას, უცნაური და სასაცილო ხერხების გამოყენებით. უყურეთ ონლაინ

3. როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში


how to lose guy
ფილმის გმირი სანაძლეოს დებს, რომ 10 დღეში ნებისმიერ ქალს თავს შეაყვარებს, მაგრამ მან არ იცის, რომ ქალი, რომელიც სანაძლეოს შესასრულებლად ამოირჩია, ჟურნალისტია და სწორედ ახლა მუშაობს სტატიაზე: "როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში"... უყურეთ ონლაინ

4. ჩემი ყოფილი შეყვარებული აგენტია


the spy who dropped me
ოდრი და მორგანი საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი უნებლიეთ აღმოჩნდებიან ინტერნაციონალურ შეთქმულებაში. ამ დროს კი ერთ-ერთი ქალი აღმოაჩენს, რომ შეყვარებული, რომელმაც მიატოვა, სინამდვილეში ჯაშუშია... უყურეთ ონლაინ

5. ბრიჯიტ ჯონსის დღიური


bridjet jones diary
"ბრიჯიტ ჯონსის დღიური" - რომატიკული სასიყვარულო ისტორიაა, რომელიც ჰელენ ფილდინგის ბესტსელერის მიხედვითაა შექმნილი. ქაოტური ბრიჯიტი ადვოკატს - მარკ დარსის შეხვდება და სულ მალე ის ბრიჯიტის არასრულყოფილ სამყაროში შეაბიჯებს... უყურეთ ონლაინ

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი