რუბრიკის “ფილმები ცნობილი ადამიანების რჩევით” შემდეგი სტუმარი მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეა.
მისი ფილმების ხუთეული ასეთია:
ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს
კრიმინალური დრამის მოქმედება ვითარდება ამერიკაში დიდი დეპრესიის დროს. უსახლკარო ფრენკ ჩემბერსმა მოძებნა დროებითი თავშესაფარი და სამუშაო გზისპირა სასადილოში. ის მოშინაურდა, მოეწონა მეპატრონეს და, რაც მთავარია, მეპატრონის ცოლს. ამ ქალთან მას საკმაოდ ახლო კავშირი გაუჩნდა, – ფრენკი, როგორც მამაკაცი, ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი მეუღლე. რაღაც გარკვეული დროის მერე ახალგაზრდა წყვილი ჩათვლის, რომ მეპატრონე უკვე ზედმეტია მათ ცხოვრებაში და გადაწყვეტს, ის თავიდან მოიშოროს.
გაპობილი ცა
ამერიკელი ცოლ-ქმარი - პორტ ორსბი და კიტი მიემგზავრებიან სამოგზაუროდ ჩრდილოეთ აფრიკაში. ათწლიანი ცოლქმრული ცხოვრების შემდეგ ორივე იმედოვნებს, რომ ეს მოგზაურობა განაახლებს მათ ურთიერთობებს. მაროკოში მათ შეუერთდებათ თანამგზავრი - ჯორჯ ტანერი, რომელიც აღფრთოვანებულია ორივეთი, განსაკუთრებით კი, მას ხიბლავს კიტი.
მოხუცების ადგილი აქ არ არის
დასავლეთ ტეხასში 1980 წელს განვითარებული ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა ვიეტნამელ ვეტერანზე, ვისი ნარკოტიკების გაყიდვის მცდელობაც მისთვის არასახარბიელად დამთავრდება. მთავარ გმირს მოუწევს ორი ქილერისგან თავის გადარჩენა ფულით ავსებული ჩემოდნით, რომლებსაც ნაღდი ფულის დაბრუნება სურთ. რიო გრანდეს ახლოს მონადირე შემთხვევით წააწყდება უამრავ გვამს, ჰეროინის პარტიას და ორ მილიონ დოლარს ნაღდი ფულით. ჯობდა, მას ამ ფულისთვის ხელი არ მოეკიდა. უყურეთ ონლაინ
ამარკორდი
ფედერიკო ფელინის მშობლიური საკურორტო ქალაქის, რიმინის რომანული დიალექტიდან "ამარკორდი" ითარგმნება, როგორც "ვიხსენებ". გენიალური რეჟისორი თავის მოგონებებს ეკრანზე აცოცხლებს და მაყურებლებს სთავაზობს ერთი ხელგაშლილი ქალის ისტორიას, რომელიც უარს არავის არაფერზე ეუბნებოდა და ყველა ადგილობრივი ვაჟიშვილის ოცნება იყო. უყურეთ ონლაინ
ფართოდ დახუჭული თვალები
ექიმ ბილ ჰარტფორდსა და მის მეუღლეს ცოლქმრულ ერთგულებასთან დაკავშირებით კამათი მოუვათ და მალე ის, მანჰეტენის ღამეების სიურეალისტურ, ვნებებითა და სექსუალური ლტოლვით აღსავსე სამყაროში აღმოჩნდება... უყურეთ ონლაინ