კინო

მარტის 3 მთავარი კინოპრემიერა, რომელიც არ უნდა გამოტოვო (+ ვიდეო)

marao.ge-მ თქვენთვის შეარჩია სამი სხვადასხვა ჟანრის ფილმი, რომლის ნახვა კინოთეატრებში მალე იქნება შესაძლებელი.

1. კაპიტანი მარველი/ Captain Marvel


ეს Marvel-ის პირველი ფილმია ქალ სუპერგმირზე: ის პილოტ კეროლ დენვერსზე გვიყვება, რომელიც Marvel-ის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დადებითი და ძლიერი პერსონაჟია.

„კაპიტანი მარველის“ გადაღებები გასულ წელს დაიწყო. ფილმი Marvel-ის კინოსამყაროს პრიკველია (პრეისტორია; მოქმედებები 1990-იან წლებში ვითარდება). მთავარ როლს ბრი ლარსონი ასრულებს.

გადავხედოთ მის ფილმოგრაფიას:



ბრი ლარსონის გარდა, ფილმში ასევე მონაწილეობენ: სამუელ ელ ჯექსონი, ჯუდ ლოუ, ბენ მენდელსონი, ანეტა
ბენინგი და სხვები.
„კაპიტან მარველთან“ დაკავშირებით კრიტიკოსებისა და რიგითი მაყურებლის აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავარი გმირის შესაძლებლობები მეტისმეტად გაზვიადებულია, რაც მათი აზრით, ფემინისტური იდეებიდან მოდის (ფილმის მთავარი რეჟისორიც ხომ ქალია); ნაწილს კი პირიქით, მოსწონს ფილმში ჩაქსოვილი ფემინისტური საწყისები; თვლის, რომ „კაპიტანი მარველი“ „ქალ საოცრებაზე“ დიდ ინტერესს იწვევს და ღირსეულ ადგილს დაიკავებს კინოსამყაროს სუპერგმირებს შორის.


აშშ-ში ფილმის პრემიერა 8 მარტს შედგა და ამჟამად IMDB-ზე მისი რეიტინგი 7.0-ია.
თუკი გიყვართ „მარველი“ ან ზოგადად, ფანტასტიკა, გირჩევთ, წახვიდეთ კინოთეატრში და თავად შეაფასოთ „კაპიტანი მარველი“.

2. ჩვენ/ Us


2019 წლის 22 მარტს, გამორჩეული ხელწერის მქონე რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის, ჯორდან პილის ფილმი Us ("ჩვენ") იხილავს დღის სინათლეს.

ფილმი საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება და იმის გათვალისწინებით, რომ რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარმა Get out-მა ("წადი აქედან") "ოსკარის" ჯილდო მოიპოვა საუკეთესო სცენარის კატეგორიაში, ჯორდან პილის მეორე ნამუშევარსაც არანაკლებ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
ფილმი ახალგაზრდა ქალსა და მის ოჯახზეა. იგი თავის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, ბავშვობის სახლში ჩადის. სწორედ აქ იწყება ოჯახის კოშმარი.
თუ გაინტერესებთ, როგორია საკუთარ თავთან ბრძოლა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაშინ ეს ფილმი არ უნდა გამოტოვოთ.

ფილმში მონაწილეობენ:


(ამოატრიალეთ ფოტოები და შემდეგ გადადით ისრით მომდევნოზე)



3. რა სურთ კაცებს/What Men Want


ალბათ, ყველას გახსოვთ ფილმი - „რა სურთ ქალებს“, მელ გიბსონისა და ჰელენ ჰანტის მონაწილეობით, სადაც მელ გიბსონის პერსონაჟს ქალების ფიქრები ესმის. სწორედ ამ ფილმის რიმეიქს ვიხილავთ მარტში, იმ განსხვავებით, რომ მთავარი გმირი ქალია, რომელსაც მამაკაცების ფიქრები ესმის.
მთავარ როლებს ასრულებენ: ვენდი მაკელდონ ქოუვი, მაქს გრინფილდი, ტარაჯი პი ჰენსონი.



სტატიაზე მუშაობდნენ: ლევან ლაუდაძე; მარიამ ტურძილაძე; ნინო აბულაძე.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93