კინო

Marvel-ის კიდევ ერთი გაცოცხლებული კომიქსი: რატომ უნდა უყუროთ ფილმს „ბნელი ფენიქსი“

„ბნელი ფენიქსი“ - ასე ჰქვია მარველის კიდევ ერთი კომიქსური ისტორიის ეკრანიზაციას, რომელიც შექმნილია „იქს-ადამიანების“ მე-12 სერიის მიხედვით.
სოფი ტერნერი
სოფი ტერნერი

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი ფილმია იქს-ადამიანებზე, რომელშიც ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი „სამურავი“, ეგრეთ წოდებული ლოგანი არ მონაწილეობს. ყურადღება მთლიანად ჯინ გრეიზეა გადატანილი. გოგონაზე, რომელიც ყველა სხვა მუტანტისგან იმით განსხვავდება, რომ მის ძალებს საზღვარი არ აქვს.

სოფი ტერნერი
ცნობილი პროფესორი იქსი, ანუ ჩარლზ ქსავიერი მუტანტებს კოსმოსში გზავნის, სადაც მზის ენერგიის წყალობით ჯინ გრეიში ბოროტი ძალები იღვიძებენ და აღმოაჩენს,
რომ ბნელ ფენიქსად გადაქცევა შეუძლია, რის გამოც მის მეგობრებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ - გადაარჩინონ დედამიწა თუ მეგობარი.
ისტორია 1992 წელს ვითარდება, აპოკალიფსის მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ.


შესაძლოა, ამ ფილმში იქს-ადამიანების განუმეორებელი პერსონაჟი, „სამურავი“ ლოგანი არ მონაწილეობს, თუმცა არიან სხვა ჩვენთვის არანაკლებ ცნობილი „მუტანტები“, რომელთაც ეს მსახიობები განასახიერებენ:


(მაუსის ისრით "დააკლიკეთ" ფოტოზე გამოსახულ ღილაკებს)


ფილმი საიმონ კინბერგმა გადაიღო, თანაც, მისთვის ეს სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარია, რომლისთვისაც ძალები არ დაიშურა და კიდევ ერთხელ მისცა მარველის ფანებს საშუალება, დამტკბარიყვნენ ეკრანზე გაცოცხლებული კომიქსით.

კინბერგი, ასევე, „ბნელი ფენიქსის“ სცენარისტი და პროდიუსერია.

საიმონ კინბერგი
საიმონ კინბერგი


რეჟისორმა ასევე თქვა, რომ მისი ინსპირაცია „თორი-რაგნაროკი“ იყო.

ფილმში, ასევე, მონაწილეობას იღებს ჯესიკა ჩესტეინი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მის სინისტერის როლს შეასრულებს.


მარველის ფანებო, მართლაც რომ ძალიან კარგი ზაფხული გელით, მსოფლიო პრემიერა 7 ივნისს გაიმართება.

ნინო აბულაძე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93