კინო

რა ელის რუსთავის ციხე-კოშკში „სამეფო კარის თამაშების“ მაყურებელს?

რა ელის რუსთავის ციხე-კოშკში „სამეფო კარის თამაშების“ მაყურებელს?
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ (Game OfThrones) ქართული კინოჩვენება რუსთავის ციხე-კოშკში გაიმართება. სერიალის მაყურებლებს 18 აპრილს გრანდიოზულ საჩუქარს ვებსაიტი Movie.Ge მოუწყობს.
როგორც Movie.Ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დამსწრეებს გრანდიოზული სიურპრიზები, საინტერესო სანახაობა და დაუვიწყარი გართობა ელოდებათ.

ქართული პრემიერის შემდეგ იქნება ე.წ. After Party, სადაც ყველასთვის ცნობილი კლუბების რეზიდენტი DJ-ები დაუკრავენ.
სოციალურ ქსელში ღონისძიების ანონსში ვკითხულობთ, რომ დასწრება უფასოა, ეპიზოდის ჩვენება კი 21:00 საათზე დაიწყება. რუსთავის ციხე-კოშკში Movie.Ge 16 წლის ასაკიდან სტუმრებს უმასპინძლებს.

Related image
პროექტის მენეჯერმა მარიამ ქვრივიშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ღონისძიების მთავარი მიზანი სერიალის მაყურებლებისთვის „სამეფო კარის თამაშებთან“ მიახლოებული ატმოსფეროს შექმნაა.

Related image
„მსგავსი ღონისძიების იდეა იქიდან წამოვიდა, რომ „სამეფო კარის თამაშები“ ძალიან აქტუალური და მოთხოვნადია. ეს სერიალი ყველას უყვარს, ამიტომ გადავწყვიტეთ, Movie.Ge-ს მომხმარებელი ვასიამოვნოთ. რატომ ავირჩიეთ რუსთავის ციხესიმაგრე? ავირჩიეთ იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა, გარემო მაქსიმალურად დავუკავშიროთ სერიალში არსებულ სიტუაციას. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ დეკორაციებს, ტერიტორიაზე გვექნება დროშები, „სამეფო კარის თამაშების“ სკამი. ასევე, ჩვენების დაწყებამდე იქნება მუსიკა დრამებზე, ჩვენების შემდგომ კი გაიმართება „After Party“, რომლის დროსაც დაუკრავენ ყველასთვის ცნობილი დიჯეები. იქნება ძალიან ბევრი გათამაშება და აქტივობა, უამრავი პრიზი. ამას გარდა, ღონისძიებაზე იქნებიან სერიალის მთავარი გმირები, მაგალითად, მაგიკოსი, ჯადოქარი, რომელიც სხვადასხვა „ჯადოქრობას“ გააკეთებს; დენერისი, ჯონ სნოუ, მელისანდრე და სხვ.

შეიძლება ითქვას, რომ ასეთი გრანდიოზული ღონისძიება საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ველოდებით ძალიან ბევრი, დაახლოებით 1500 ადამიანის მოსვლას. ტერიტორია საკმაოდ დიდია, ხოლო შემოსვლა უფასო იქნება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი