ხანდახან საჭიროა, უბრალოდ მოკალათდეთ ეკრანთან, გათიშოთ გონება და ისიამოვნოთ მსუბუქი, მარტივი ფილმებით, რომლებიც დაგაბრუნებენ ბავშვობაში ან თუნდაც გადაგიყვანენ ალტერნატიულ - თავგადასავლებისა და რომანტიკის სამყაროში.
ამგვარი, განტვირთვისა და დადებითი განცდების მომნიჭებელი ფილმების ხუთეული შემოგვთავაზა მწერალმა ელის დოჯსონმა. თავად, ბესტსელერის ავტორი, თურმე ფილმებს ძირითადად სწორედ განტვირთვისა და ტვინის დასვენების მიზნით უყურებს:
”რეალურად, ვუყურებ ფილმს, რომ არაფერზე ვიფიქრო, ტვინი გავთიშო. რაც უფრო ადვილი, მარტივი, რომანტიკული და ჩამთრევი იქნება, მით უკეთესი…”
მაშ ასე, კინომანებო, განტვირთვის დროა:
ახალგაზრდა მამაკაცი გაურკვევლობაში აღმოჩნდება. იგი მოტყუებულია და საბედისწერო ქალს მისდევს, რომელიც მის წინაშე მცდარი ვინაობით წარდგა და რომელსაც სინამდვილეში არასდროს ჰყვარებია იგი...
უყურე ონლაინ
- ნელსონი არის კაცი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა. ერთ დღეს, როდესაც მანქანის მართვის გამოცდაზე გადიოდა, მან სარა გაიცნო. ის ძალიან განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი ქალებისგან, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. ნელსონი აიძულებს სარას, ტესტი გააცდინოს და მოგვიანებით, იმავე დღეს სარა მას თვითონ მოძებნის. საბოლოოდ ნელსონი საცხოვრებლად სარასთან გადავა და მთელ ნოემბრის თვეს მასთან გაატარებს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის...
უყურე ონლაინ
- მართა ფინესის მიერ 1999 წელს გადაღებული ალექსანდრე პუშკინის პოემის ეკრანიზაცია…
უყურე ონლაინ
- 22-ე საუკუნეში, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული ყოფილი საზღვაო ქვეითი უნიკალური მისიის შესასრულებლად პლანეტა პანდორაზე მიემგზავრება. ის იძულებულია, შეასრულოს ბრძანებები, მაგრამ ამავე დროს, უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის დაცვაც მოუწევს… “ავატარი ქოუჩ ფილმია. ვუყურებ და მახსენდება, რომ თუ მოვინდომებ, ყველაფერს შევცვლი…” - ამბობს ელისი.
უყურე ონლაინ
- მუტანტი ობობის ნაკბენის შემდეგ კოლეჯის მორცხვი მოსწავლე პიტერ პარკერი ზებუნებრივი ძალით დაჯილდოვდება. თავიდან იგი ამ ძალას უბრალოდ რესლინგის მატჩის მოსაგებად გამოიყენებს, საბოლოოდ კი, ბოროტ მწვანე გობლინთან შებრძოლება მოუწევს. პიტერს ეს უნარი მისი ოცნების გოგოს გულის დაპყრობაშიც ეხმარება, მაგრამ ოჯახური ტრაგედია და საუკეთესო მეგობრის საეჭვო საქციელი მას ემოციურად დაცლის...
უყურე ონლაინ