კინოგიდის დღევანდელი სტუმარია ბესტსელერის ავტორი, ახალგაზრდა მწერალი ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, რომელსაც, როგორც ნამდვილ კინომანებს სჩვევიათ, საკმაოდ გაუჭირდა საყვარელი ფილმებიდან ხუთი ფავორიტის გამორჩევა, თუმცა, საბოლოოდ, შესანიშნავი ხუთეული შემოგვთავაზა:
“საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დავდექი. ძალიან ბევრი ფილმი მიყვარს, ამიტომ ჟანრებში საუკეთესოები ავარჩიე.”
- IMDB 8. კომიქსატურის მოყვარული ვარ. უმეტესად - მარველის ფილმების და სუპერგმირების. მაგრამ არ შემეძლო ამ სიაში არ შემეყვანა "ბნელი რაინდი". მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ბეტმენსა და ჯოკერზეა, ვთვლი, რომ ეს უბრალოდ სუპერგმირებზე ფილმი არ არის, ეს ფილმი ცხოვრების ფილოსოფიაა. ჰიტ ლეჯერის ჯოკერზე არაფერს ვიტყვი, ალბათ, ნებისმიერი გემოვნებიანი კინომანი მის შესრულებას საუკეთესოდ მიიჩნევს.
უყურეთ ონლაინ
IMDB 7.6 დრამის ჟანრში ძალიან ბევრი საყვარელი ფილმი მაქვს, თუმცა პირველი სწორედ "შვიდი სიცოცხლე" გამახსენდა. ამ ფილმს აუცილებლად სანახავი ფილმების ათეულში შევიყვანდი.
უყურეთ ონლაინ
IMDB 8.9 ბავშვობის საყვარელი ეს ფილმი ვესტერნის ჟანრში საუკეთესოა, ჩემი სუბიექტური აზრით. აღსანიშნავია მსახიობების საოცარი შესრულება და მუსიკა.
უყურეთ ონლაინ
IMDB 8.8 სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრია ეს ფილმი. მინდა აღვნიშნო, რომ მგონი, ერთადერთი ფილმია, რომლის დასასრულზე დღესაც ვფიქრობ და ალბათ, რამდენჯერაც უნდა ვუყურო, ვერასდროს მივხვდები, როგორ გადაწყვიტა ნოლანმა ფილმის დასრულება.
უყურეთ ონლაინ
IMDB 8.9
პირველადგილოსანზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ჩემთვის "ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგია საუკეთესოა. თუ მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტული უნდა გამოვარჩიო, ალბათ, მეფის დაბრუნებას ავირჩევდი.
უყურეთ ონლაინ