კინო

კინოგიდი: მწერალ ლუკა ბაქანიძის ტოპ 5 საყვარელი ფილმი

კინოგიდი: მწერალ ლუკა ბაქანიძის ტოპ 5 საყვარელი ფილმი
კინოგიდის დღევანდელი სტუმარი მწერალი ლუკა ბაქანიძეა. მწერალმა აღნიშნა, რომ არჩევანის გაკეთება ძალიან გაუჭირდა. ასე გამოიყურება ლუკა ბაქანიძის რჩეულთა შორის რჩეული ფილმების ხუთეული:

1. სატიაჯიტ რეი - „გზის სიმღერა“

IMDB 8.5
უბრალო, ნაღდი, ადამიანური, დიდი ფილმი, რომელიც, ზოგადად, ხელოვანი ადამიანის ერთგვარ მასტერკლასად, თავისებურ სახელმძღვანელოდ მიმაჩნია.

უყურე ონლაინ

2. მაიკლ ჩიმინო - „ირმებზე მონადირე“



IMDB 8.1.
დიდებული ფილმი, რომლის კადრებიც ყველაზე მეტად მიყვარს, მიუხედავად ხანდახან გადამეტებული პათეტიკისა. მსახიობთა ბრწყინვალე პლეადაზე რომ არაფერი ვთქვათ: მერილ სტრიპი, ქრისტოფერ უოკენი,
დე ნირო. ფილმი, სადაც ლოკალური, უბრალო ყოფა იქცევა საგად, ეპოქად. უმაგრესი რეჟისორული ნამუშევარი.

უყურე ონლაინ

3. სერგო ფარაჯანოვი - „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“


ამ ფილმზე მოკლედ ვიტყვი, რომ მთელი ქართული კინოისტორიის მსოფლიოში გასასვლელი ლოკომოტივი გახლავთ, იოსელიანის „იყო შაშვი მგალობელთან" ერთად და მხარდამხარ.

4. ჰონკონგელი რეჟისორის, ვონგ კარ ვაის „სასიყვარულო განწყობა“



IMDB 8.1,
რომელიც თავიდან ბოლომდე სრულყოფილება გახლავთ. დიდებული კომპოზიცია და მთლიანი, ვითარცა კვერცხი. თანამედროვე კინოში ალბათ ერთადერთი ნამუშევარია, რომელიც აბსოლუტურად დაცლილია კიჩისგან, სიყალბისგან, ყალბი და ფსევდოემოციებისგან. მოკლედ, ხელოვნების დიდებული ნიმუშია.

უყურე ონლაინ 

5. პაზოლინის „აკატონე“




IMDB 7.8
რომელიც მიყვარს ბევრი რამის გამო და პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ამ ფილმმა ყველაზე ამომწურავად და ნამდვილად გვანახა ცხოვრების ბოლო პლასტი, ფსკერი.

უყურე ონლაინ
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93