კინო

კინოგიდი: ქეთი წიქვაძის ტოპ 5 საყვარელი ფილმი

კინოგიდი: ქეთი წიქვაძის ტოპ 5 საყვარელი ფილმი
„მარაოს" რუბრიკის, „კინოგიდის“ სტუმარი ახალგაზრდა მსახიობი ქეთი წიქვაძეა, რომელიც ქართული გახმაურებული ტელესერიალის,  „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის - ლეკას როლს ასრულებს.

Image may contain: 1 person, smiling, standing, stripes and outdoor
როგორც ქეთიმ „მარაოსთან“ საუბარში განაცხადა, დროის სიმცირიდან გამომდინარე, ფილმების ყურებას არცთუ ისე ხშირად ახერხებს:

„ფილმების ყურებას ხშირად ვერ ვახერხებ, რაც ვფიქრობ, არ შეეფერება არც ჩემს ოჯახისშვილობას და არც ჩემს ამჟამინდელ პროფესიას, მაგრამ სამწუხაროდ, ასე ხდება“.

ქეთი საკმაოდ მზრუნველი და მოსიყვარულე დედაა. შესაბამისად, თავისუფალს დროს შვილებს უთმობს.

Image may contain: Keti Tsikvadze, smiling, sitting and outdoor
თუმცა არის დღეები, როდესაც მსახიობი თავს ტელესერიალებით ირთობს.

„მარაოს“
მკითხველისთვის კი ქეთის ტოპ 5 ფავორიტი ფილმი/სერიალი ასე გამოიყურება:

ლამაზმანი/Pretty Woman

სახალისო რომანტიკულ კომედიაში მილიონერი ბიზნესმენი ედვარდ ლუისი ჰოლივუდელ მეძავს, ვივიან უარდს ბიზნესკონტრაქტს დაუდებს და ამ საქმიან გარიგებაში თავსაც დაკარგავს. მას შემდეგ, რაც ედვარდი ვივიანს ერთი კვირით დაიქირავებს და კონკიას როლს შესთავაზებს, ვივიენი მაგნატს, თავის მხრივ, პრაგმატულ მსოფლმხედველობას უმსუბუქებს. შეძლებენ თუ არა ღარიბი მეძავი და მდიდარი საქმოსანი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას?

Image result for Pretty Woman

სამეფო კარის თამაშები /GOT

ჯ. რ. მარტინის ფენტეზი საგის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ადაპტაცია - სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ დიდებული გვარები სატახტო თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით - ყინულის კედლის მიღმა, მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება...
Image result for GOT

ახალგაზრდა პაპი/The young pope

ლენი ბელარდოს ისტორია, რომელიც რომის პაპად აირჩიეს. ლენი რთული ადამიანია, რომელიც ექსცენტრიკულად იქცევა, ხანდახან საშიშადაც კი და მისი ქმედებების წინასწარ განსაზღვრა საკმაოდ რთულია. კარდინალები კი ინტრიგებს თხზავენ მის გარშემო.
Related image

ჩემი ცოლის დაქალები

"ჩემი ცოლის დაქალები" არის "ფორმულა კრეატივის" შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალი, რომელიც აღწერს ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების, ფემინისტი თინას, ქარაფშუტა კატოსა და დიასახლისი ნინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდათ ახალი დაქალები - ნატაშკა და ანკა. ჩემი ცოლის დაქალები ეხება ქართული საზოგადოებისთვის აქტუალურ თანამედროვე სოციალურ პრობლემებს და საკითხებს, რომლებიც ყველა თაობის მაყურებლისთვის არის საინტერესო.
Image result for ჩემი ცოლის დაქალები

დათა თუთაშხია

ჭაბუა ამირეჯიბის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია სწორედ ქეთის ბაბუას,  ქართველ მსახიობს, რეჟისორს, რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარეს, ასზე მეტი სპექტაკლის, მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელს - გიგა ლორთქიფანიძე ეკუთვნის. რომანის მოქმედება წარმოებს XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგს საქართველოში. სიუჟეტი აგებულია მწვავე სიტუაციებზე და ეხება მრავალ ეთიკურ პრობლემას. 
Related image
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31