კინო

მსახიობები, რომლებიც ჩაანაცვლეს "სამეფო კარის თამაშებში", თქვენ კი ვერ შეამჩნიეთ

მსახიობები, რომლებიც ჩაანაცვლეს "სამეფო კარის თამაშებში", თქვენ კი ვერ შეამჩნიეთ
"სამეფო კარის თამაშები" ეკრანებზე 2011 წლის აპრილიდან გადიოდა და ფანებს უკვე სამუდამოდ დამშვიდობება მოუწიათ საყვარელ გმირებთან! ყველამ არ იცის, რომ ჩვენთვის საყვარელ გმირებს ხშირად სხვა მსახიობები ანაცვლებდნენ.

მარაოს“ ეს სტატია სწორედ ასეთ მსახიობებს ეხება, ვინც ცნობილი მსახიობი ჩაანაცვლა სხვადასხვა სეზონში.

დიკონ ტარლი

ფრედი სტრომმა გადაინაცვლა ტელესერიალ „ეპოქაში“ და ის ჩაანაცვლა ტომ ჰოპერმა.

სამთვალა ყვავი

სტრუან ნოჯერი იყო სამთვალა ყვავი ერთადერთ ეპიზოდში, მეოთხე სეზონის დასასრულს. მისი როლი კი მეექვსე სეზონში მოირგო მაქს ფონ სიუდოვმა.

დაარიო ნაჰარისი

ედ სკრეინმა ამჯობინა როლის
მიღება „გადამზიდში“, სადაც ჯეისონ სტეტჰემის დუბლიორის როლი მოირგო. მაშინ პროდიუსერებმა გადახედეს მასთან გაფორმებულ კონტრაქტს და გადაწყვიტეს მისი ტელესერიალის ვიზუალის გადაკეთება.

გრიგორ კლიგანი (მთა)

ყველაზე მეტად „წამებული“ როლი. კონან სტივენსმა უარი განაცხადა როლზე და წავიდა „ჰობიტში“ გადაღებებზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მთის როლს ასრულებდა კასკადიორი იენ უატი, ხოლო შემდეგ გადაინაცვლა ბიორნსონზე, ამ დროს კი პარალელურად თეთრ მოსიარულეს განასახიერებდა პირველ სეზონში, გიგანტ დონგოს მესამე და ვუნ-ვუნს მეხუთე სეზონებში.

ტომენ ბარათეონი

პირველ სეზონში ტომის როლი შეასრულა კალუმ უორისმა. მეოთხე სეზონში ჩაანაცვლა დინ-ჩარლზ ჩემპენი, რომელმაც მესამე სეზონში მარტინ ლანისტერის როლი მოირგო.

სელისა ბარათეონი

სტანისის მეუღლე ერთ სეზონში გაკვრით აჩვენეს, აი, მესამე სეზონში კი უკვე ჩაანაცვლეს მსახიობ ტარა ფიცჯერალდით.

მირცელა ბარათეონი

თავიდან მირცელას როლს ასრულებდა ემი რიჩარდსონი, მეხუთე სეზონში კი მისი კინოროლის ჩანაცვლება მოუწია ნელ ტაიგერ ფრის.

ბერიკ დონდარიონი

პირველი სეზონის ერთ ეპიზოდში გამოჩნდა დევიდ მაიკლ სკოტი, მესამე სეზონში კი რიჩარდ დორმერმა ჩაანაცვლა ის.

რიკარდ კარსტარკი

პირველ სეზონში სტივენ ბლაუნტმა შეასრულა კარსტარკის როლი, ხოლო როდესაც როლის „გაფართოება“ მოუწიათ, ჩაანაცვლეს ჯონ სტალით.

ღამის მეფე

რიჩარდ ბრეიკი ასრულებდა ღამის მეფის კინოროლს მეხუთე სეზონის ბოლომდე: სწორედ მან გადააქცია კრასტერის ვაჟი თეთრ მოსიარულედ და სასტიკ სახლს განაგებდა. ის ჩაანაცვლა ვლადიმირ ფურდიკმა, რომელიც აგრეთვე ერთ-ერთი მოსიარულე თეთრის როლს ირგებდა, თუმცა მისი პერსონაჟი ჯონ სნოუმ დაჩეხა.
Ричард Блейк / Владимир Фурдик

ლოტარ ფრეი

თავიდან ტომ ბრუკი ასრულებდა მის როლს, ხოლო მოგვიანებით ჩაანაცვლეს დენიელ ტაიტით.

წყარო:peopletalk
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30