როგორ ეხმაურებიან GOT-ის მსახიობები ფანების შექმნილ პეტიციას სერიალის მე-8 სეზონის ხელახლა გადაღების შესახებ? - Marao

როგორ ეხმაურებიან GOT-ის მსახიობები ფანების შექმნილ პეტიციას სერიალის მე-8 სეზონის ხელახლა გადაღების შესახებ?

2019-05-22 11:29:49+04:00

,,სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონი განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა. ფანები და ჰეითერები გაერთიანდნენ, შექმნეს პეტიცია და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი HBO-ს სთხოვენ, რომ სერიალის ფინალური სეზონი ხელახლა გადაიღონ. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე GOT-ის მსახიობები.

The New Yorker-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ემილია კლარკმა აღნიშნა: „გამიხარდებოდა, თუ უფრო მეტი სცენა მექნებოდა მისანდეისთან ერთად. ასევე, საინტერესო იქნებოდა სერსეისა და დენის ურთიერთობის განვითარება, რეჟისორს მეტი დეტალი უნდა გამოეჩინა.”

The Hollywood Reporter-თან საუბრისას ისააკ ჰემპსტედ რაითმა აღნიშნა: „რასაც ფანები თუ ჰეითერები ითხოვენ, სრული აბსურდია. ხალხს სჯერა, რომ HBO სერიალის ბოლო სეზონს ხელახლა მარტო იმიტომ გადაიღებს, რომ მათი მოლოდინი არ გამართლდა? ძალიან სასაცილოა.“

გაგრძელება