კიანუ რივზი ძალიან განსხვავდება ბევრი ჰოლივუდელი მსახიობისგან. მისი მოკრძალებული ცხოვრება და მძიმე ბედისწერა ხშირად ხდება განხილვის თემა.
ერთი რამ კი ნათელია - ის შესანიშნავი მსახიობი და არაორდინარული პიროვნებაა.
აი, ის 5 მახასიათებელი, რომლებიც ამ არაჩვეულებრივ ადამიანს ახასიათებს. ისწავლეთ!
1. მტკიცე ხასიათი
კიანუს ბავშვობამ ჰოლივუდისგან ძალიან მოშორებით ჩაიარა. დისლექსიით დაავადებული ბავშვისთვის მსახიობის კარიერაზე ოცნებაც კი ზედმეტად გულუბრყვილო საქციელი იქნებოდა.
მაგრამ მიუხედავად მისი დაავადებისა, ნარკოტიკებით მოვაჭრე ციხეში მჯდომი მამისა და დედისა, რომელსაც ჩვევად ჰქონდა გათხოვება, რათა რამდენიმე წელიწადში დაშორებოდა, კიანუმ შეძლო ღირსეული ცხოვრებისკენ გზა გაეკვალა.
2000-იანი წლების დასაწყისში მას კიდევ ორი რთული დარტყმის გადატანა მოუხდა. ჯერ მისმა მეგობარმა ქალმა, დევიდ ლინჩის ასისტენტმა ჯენიფერ საიმმა მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე ბავშვი დაკარგა, ერთი წლის შემდეგ კი გოგონა ავტოავარიაში დაიღუპა.
2. გაცემის უნარი
მსახიობმა სახელი გაითქვა მოკრძალებულობით და სრულიად დამსახურებულად მიიჩნევენ ჰოლივუდში ყველაზე კეთილ ადამიანად.
კიანუ რივზმა სიმსივნესთან ბრძოლის ფონდი დააარსა, მაგრამ ორგანიზაციისთვის საკუთარი სახელის დარქმევაზე უარი თქვა.
გარდა ამისა, ის აქტიურად იბრძვის ცხოველთა უფლებების დასაცავად და ყველა შესაძლო ეკოლოგიურ ორგანიზაციას უჭერს მხარს.
3. მრავალმხრივი პიროვნება
რივზმა ჰოკეის თამაშიც მოასწრო და მისი აბსოლუტურად ბრწყინვალე მოძრაობებისთვის მეკარის ამპლუაში, ზედმეტსახელად „კედელიც“ კი შეარქვეს. მიღებული ტრავმის გამო, სამწუხაროდ, ჰოკეის კარიერა ვეღარ გააგრძელა.
რივზს მხოლოდ კინოში თამაში არ შეუძლია, ის როკ-ჯგუფის, „Dogstar“-ის ბასისტიც გახლდათ.
კიანუს პოეზიაც უყვარს. 2011 წელს მან წიგნისთვის ზრდასრულთა სურათებით დაწერა ტექსტი, სახელწოდებით „ბედნიერების პოემა“ (Ode to Happiness).
4. მოკრძალება
„მატრიცის“ ვარსკვლავს სახელის მოხვეჭამ და ფულმა თავბრუ ვერ დაახვია. უკვე 3 ათეული წელია, რივზი ინდუსტრიაშია, მაგრამ თაყვანისმცემლებმა ძალიან ცოტა რამ იცინ მისი პირადი ცხოვრების შესახებ.
ერაში, სადაც ყველა ისწრაფვის იმისკენ, რომ როგორღაც თავი შეახსენონ სხვებს, კიანუ ცდილობს, მათგან შორს იდგეს.
ბევრი წყარო ამტკიცებს, რომ რივზის ფინანსური მდგომარეობა 360 მლნ დოლარად ფასდება. მიუხედავად ამისა, მსახიობი ძალიან უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს და თავს მდიდარი ადამიანივით არ წარმოაჩენს.
ის ჰოლივუდის ერთადერთი ვარსკვლავია, რომელსაც არ აქვს საკუთარი სახლი. „ მე ჩვეულებრივ ბინაში ვცხოვრობ. ყველაფერი ხელთ მაქვს. ვერ ვხედავ აზრს იმაში, რომ შევიძინო სახლი, რომელიც ნახევრად ცარიელი იქნება“ - ამბობს კიანუ.
5. თვითირონია
მსახიობი ყველასთან ერთად იცინოდა გავრცელებულ მემეზე „მოწყენილი კიანუ“. ისე მოხდა, რომ საკუთარ დაბადების დღეზე მან ყავა და კექსი იყიდა და ნებისმიერ გამვლელს მისთვის დაბადების დღის მილოცვა შეეძლო.
შესანიშნავი იუმორის გრძნობა და თვითირონია - კიდევ ერთი პლუსი რივზის დადებითი თვისებების ყულაბაში.
წყარო: lifter.com.ua