90-იანი წლების პოპულარული მექსიკური სერიალის, "ველურის გულის" მსახიობი ედიტ გონსალესი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "ტელემუნდო" ავრცელებს. მსახიობი ბოლო წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.
მან თმეს გარეშე არაერთი ჟურნალისთვის იპოზიორა. სურდა, შვილისთვის მამაცი დედა ყოფილიყო და დარწმუნებული იყო, რომ სიმსივნეს დაამარცხებდა. დაავადების შესახებ მსახიობმა პირველად 2017 წელს ისაუბრა.
"სიმსივნეზე იუმორით ვლაპარაკობ. ეს არავის ესმის, რადგან მე შავი იუმორი მაქვს, თუმცა არ მივცემ ნებას, დამამარცხოს - არც სულიერად, არც ფიზიკურად" - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში გონსალესმა. გაგრძელება