კინო

ტოპ-7 გემრიელი ფილმი, რომლებიც საუკეთესო განწყობას შეგიქმნით

ტოპ-7 გემრიელი ფილმი, რომლებიც საუკეთესო განწყობას შეგიქმნით
ფილმებს ადამიანის გონების მართვაც კი შეუძლიათ. პერსონაჟები კი ზოგჯერ იმდენად სახასიათონი არიან, რომ მათ ადგილას ყოფნაზე გვიოცნებია, ან პირიქით, გვინატრია, რომ მსგავსი ბედი არ გვქონდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ შევარჩიეთ როგორც ძველი, ისე ახალი გემრიელი ფილმები, რომლებიც კულინარიას, სიყვარულსა და ცხოვრებისეულ გამოცდებს ეხება.
თუ თქვენ დადებითი განწყობის შექმნა გჭირდებათ, მათი ნახვის შემდეგ უკმაყოფილების განცდა ნამდვილად არ უნდა დაგრჩეთ.

Chef/ შეფმზარეული (2014) - სახალისო ფილმი, რომელიც რეალური ცხოვრების შესახებ არის. გემრიელად ჭამის მოყვარულთათვის ასეთი ფილმის ნახვა სწორედ რომ
მისწრებაა. მთავარი გმირი საოცრად მხიარული, უშუალო და თავგადასავლების მოყვარულია, რაც ფილმს კიდევ უფრო საინტერესო საყურებელს ხდის.


little italy/პატარა იტალია (2018) - ძალიან საინტერესო ფილმი, რომელიც ამერიკასა და იტალიაში გადაიღეს. მეგობრობა, ოჯახი, ახალი ნაცნობები და თავგადასავლები წინ არის. ნიკი და ლეო ერთმანეთს მრავალი წლის შემდეგ უეცრად შეხვდებიან და ყველაფერი სწორედ აქ იწყება. მზარეულები გამოწვევის წინაშე დგებიან. რას გადაწყვეტს შეჯიბრება? გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ, თუ კომედიისა და რომანტიკის ნაზავი გხიბლავთ.



no reservations/ სიცოცხლის გემო (2007)- ფილმი პროფესიონალი შეფმზარეული ლამაზმანის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ობოლ დისშვილს ზრდის. როგორია ცხოვრება მაშინ, თუ მარტო ცხოვრობ და მთლიანად შენს კარიერაზე ხარ ორიენტირებული? რომანტიკის მოყვარულებო, ის თქვენთვისაა.


eat, pray, love/ ჭამე, ილოცე, შეიყვარე - ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს ფილმი თითქმის ყველა ადამიანს აქვს ნანახი. მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი, რომ მაინც ბევრი ადამიანი იქნება, ვისაც ჯერაც არ უნახავს. თუ ერთ-ერთი მათგანი ხართ, არ გამოტოვოთ შანსი და დატკბით ულამაზესი ტანდემით. ჯულია რობერტსისა და ხავიერ ბარდემის წყვილი ნამდვილად თვალისმომჭრელია.



cooking with love/ მომზადებულია სიყვარულით (2018) - კომედია, მელოდრამა. ეს ფილმი საკმაოდ მაღალი რეიტინგით სარგებლობს, რაც გასაკვირი არცაა. მთავარი გმირი, მოსიყვარულე და შრომისმოყვარე კელი მარტოობას ძალიან შეეჩვია. მის ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელთანაც უამრავ საერთოს იპოვის. არის კი მზად იმისთვის, რომ შეიყვაროს ის?


Chocolate/შოკოლადი (2000) - ერთ-ერთ მთავარ როლში ბევრისთვის საყვარელი მსახიობი ჯონი დეპი გვევლინება. ყველაფერი იწყება იმით, რომ პატარა ფრანგულ ქალაქში იდუმალი ქალბატონი, სახელად ვიენი ჩადის. მომხიბლავი ქალი შოკოლადის მაღაზიას ხსნის და ის ჯადოსნური რეცეპტი იცის, რომლითაც ადამიანების გულის დატყვევება შეუძლია.


burnt/ მოხრაკული (2015) - მთავარი გმირი უეცრად კარგავს ყველაზე მთავარს, რაც გააჩნდა - სამსახურს. ის ცდილობს, არ დანებდეს და მიხვდება, რომ ბრძოლის დროა. ჭკვიანი, სექსუალური და სასაცილო - სწორედ ამ სიტყვებით ახასიათებენ ადამ ჯონსს მასთან მომუშავე ახალი ადამიანები. ისინი საუკეთესო მზარეულები არიან და ამ გუნდის შეკრებას თავისი მიზანი აქვს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31