„მეფე ლომის“ კლიპმა, ბიონსეს მონაწილეობით, 5 000 000 ნახვას მიაღწია 5 დღეში - Marao

„მეფე ლომის“ კლიპმა, ბიონსეს მონაწილეობით, 5 000 000 ნახვას მიაღწია 5 დღეში

2019-07-24 15:46:02+04:00

მომღერალი ბიონსე თავისი თაყვანისმცემლების განებივრებას შესანიშნავი მასალებით
კვლავ განაგრძობს, რომელიც სპეციალურად ფილმ „მეფე ლომისთვის“ შექმნა. „The Gift“-ის კრებულის გამოშვებისთანავე სრული ვერსია წარმოადგინა მომღერალმა სიმღერაზე „Spirit“, რომელმაც „იუთუბ-არხზე" ჩაშვებისთანავე, მუსიკალურ ჩარტებში მოწინავე პოზიციები დაიკავა.

Image result for Бейонсе «Королю Льву»

მუსიკალურ კლიპში გადასვლები მულტიპლიკაციური გმირის - მუფასას მონოლოგებით არის გადაფარული, რომელიც ყველამ იცის სიტყვასიტყვით, ბავშვობიდან მოყოლებული: „ყველაფერი, რასაც ხედავ, დაკავშირებულია ერთმანეთთან და ქმნის ბალანსს. შენ უნდა დაიცვა ეს ბალანსი და ყველაფერ ცოცხალს მოეპყრა პატივისცემით, ჭიანჭველებიდან დაწყებული, სწრაფი ანტილოპებით დასრულებული“.

Image result for Бейонсе «Королю Льву»

Image result for Бейонсе «Королю Льву»

შემდგომ კადრში მხატვრული ლოკაციები შემოდის, ბიონსე კი ულამაზეს კაბებში გამოწყობილი ჩნდება. ერთ-ერთ სცენაში მას თავისი ქალიშვილი ბლუ აივი ახლავს თან.

Image result for Бейонсе «Королю Льву»

Image result for Бейонсе «Королю Льву»

„თითოეული სიმღერა დაწერილი იქნა იმისათვის, რომ მთელი ფილმის სიუჟეტი სწორად აესახა. მაყურებელს უნდა შეექმნას საკუთარი წარმოდგენა თითოეულ სცენაზე, ახალი ინტერპრეტაციების მოსმენისას. მთავარი იყო არა მარტო ცნობილი და ნიჭიერი არტისტების მიერ შესრულება, არამედ ისიც, რომ ჩაწერილიყო საუკეთესო აფრიკელი პროდიუსერების მიერ. აუტენტიფიკაცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“ - განაცხადა მომღერალმა „მეფე ლომის“ „The Gift“-ის პრეზენტაციაზე.

Related image

ამასთანავე, საუნდტრეკი ფილმისთვის ჩაწერილი იყო ჩაილდიშ გამბინოს (სიმბას გამხმოვანებელი), ჯეი-ზის, კენდრიკ ლამარის და სხვა ცნობილი სახეების მიერ.

Image result for Бейонсе «Королю Льву»

წყარო