კინო

ფილმები, რომლებიც განშორების გადატანაში დაგეხმარება

განშორება - ყოველთვის მძიმე გადასატანია, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ სასიამოვნო რაღაცები ბევრად ამსუბუქებს ამ მდგომარეობას, კარგი ფილმი კი განწყობის ამაღლების გარანტიაა. „მარაოს“ რედაქციამ თავი მოუყარა იმ ფილმებს, რომლებიც განშორების გადატანაში დაგეხმარება.

მარტივი სირთულეები/It's Complicated (ფილმის ლინკი)

  • რომანტიკული ისტორია ქალზე, დიდი ოჯახის დედაზე, რომელიც თავის ყოფილ ქმარსა და ახალ მეგობარს შორის არჩევანს ვერ აკეთებს… მთავარ როლებში კი შეუდარებელი მერილ სტრიპი და ალეკ ბოლდუინი არიან.

ვინმე დიდებული/Someone Great (ფილმის ლინკი)

  • ეს ფილმი ერთი უბრალოდ გოგონას, ჯენის შესახებ არის, რომელიც ნიუ-იორკში
    თავის ორ მეგობართან ერთად ეძებს თავგადასავლებს. სიუჟეტი კომედიური ჟანრის სიყვარულზე მოგვითხრობს, განშორებაზე, პიროვნულ ზრდასა და ქალურ მეგობრობაზე.

ისევ სახლში/ Home Again (ფილმის ლინკი)

  • ლოსანჯელესელი მარტოხელა დედის - ელისის ცხოვრება თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც იგი სამ ბიჭს მის სახლში ცხოვრების უფლებას მისცემს... მთავარ როლს რიზ უიზერსპუნი ასრულებს.

ლოლა სექსის წინააღმდეგია/Lola versus sex (ფილმის ლინკი)

  • მწერალი ლოლა ბედნიერია საქმროსთან, ლუკთან, ქორწილი კი შემდეგი ნაბიჯია მათ ხანგრძლივ ურთიერთობაში. ყოველ შემთხვევაში, ასე სჯერა პატარძალს. თუმცა ლუკს სრულიად სხვა ვარაუდები აქვს მასზე და ამის თქმა ქორწილის დღეს გადაწყვიტა. ლოლა გულნატკენია სიყვარულში, სექსსა და ცხოვრებაში. თუმცა, სევდიანი გოგონას უკან სრულიად სხვა პიროვნება იმალება...

შეყვარებულის გარეშე/ How to Be Single (ფილმის ლინკი)

  • ნიუ-იორკი სავსეა მარტოხელა გულებით, რომლებიც ეძებენ სწორ ქორწინებას. ასეთია ალისი, რობინი, ლუსი, მეგი, ტომი და დავიდი - მათ ყველას სჭირდება ისწავლონ, როგორ იყვნენ მარტონი სიყვარულით სავსე სამყაროში.

გლორია ბელი/ Gloria Bell (ფილმის ლინკი)

  • გლორია თავისუფალი სულის განქორწინებული ქალია, რომელიც მთელ დღეებს სამსახურში ატარებს, ხოლო ღამეებს - საცეკვაო მოედანზე და ლოს-ანჯელესის კლუბებში ათენებს. ერთ ასეთ ღამესაც არნოლდს შეხვდება და აღმოაჩენს, რომ უეცრად მოულოდნელ სასიყვარულო ურთიერთობაში გაება, რომელიც სავსეა როგორც სიხარულითა და სიყვარულით, ასევე სირთულეებით...

ჩემი საუკეთესო საყვარელი/ Prime (ფილმის ლინკი)

  • კარიერით გატაცებულ პროფესიონალს მანჰეტენიდან, ახალგაზრდა თაყვანისმცემელი გაუჩნდება. ამავე დროს, ის მისი ფსიქოანალიტიკოსის შვილი აღმოჩნდება...

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93