კინო

კინოგიდი: ნათია ჯაგოდნიშვილის ტოპ 10 საყვარელი ფილმი

კინოგიდი: ნათია ჯაგოდნიშვილის ტოპ 10 საყვარელი ფილმი
რუბრიკა "კინოგიდის" სტუმარი ახალგაზრდა მწერალი ნათია ჯაგოდნიშვილია, რომელიც ლიტერატურული კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018"-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. 

ნათიას ფილმების ათეული კი ასე გამოიყურება:


1. "ცხოვრება მშვენიერია" (life is beautiful)

ფილმი მეორე მსოფლიო ომზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და ებრაელ მამა-შვილზე. ისტორია, რომელიც მთელი სიმძაფრით გვიყვება ყველაფერს. რობერტო ბენინის არაჩვეულებრივი შესრულება არავის დატოვებს გულგრილს.

2. "ჰაჩიკო" (hachiko)

ფილმი, რომელიც, ჩემი აზრით, ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი, მიუხედავად იმისა, უყვარს თუ არა ძაღლები. არ დამავიწყდება, რამდენი ვიტირე, როცა პირველად ვუყურე,
მაგრამ შემდგომშიც, რამდენჯერაც უნდა ვნახო, კვლავ მძაფრი ემოციები მოაქვს.

3. "ცხოვრება, როგორიც სინამდვილეშია" (life as we know it)

ძალიან მიყვარს რომანტიკული კომედიები და ეს ფილმიც ამ სიაში მოწინავე ადგილს იკავებს. მსუბუქი, ლამაზად საყურებელი ფილმი, რომელიც მაინც გიტოვებს საფიქრალს.

4. "ველურ პირობებში" (into the wild)

თავგადასავლებისა და ბუნების მოყვარულებისათვის ნამდვილი სამოთხეა ამ ფილმის ყურება. არც ერთ წამს რომ არ მოგბეზრდება და ვერც დასრულების შემდეგ შეწყვეტ მასზე ფიქრს.

5. "ლა ლა ლენდი" (la la land)

"ოსკარზე" მომხდარი ინციდენტი დღემდე ჩემი ტკივილია, იმდენად მიყვარს ეს ფილმი, თავისი თითოეული სიმღერით, ცეკვით, რეფრენებითა თუ მსახიობების ოსტატობით. ემაცა და რაიანიც ჩემი საყვარელი მსახიობების სიაში არიან და მათი კიდევ ერთი დუეტით ნამდვილად დაუვიწყარი ისტორია და წყვილი მივიღეთ, არაჩვეულებრივ ფილმთან ერთად.

6-7. "მზის ამოსვლამდე"/"მზის ჩასვლამდე" (before sunrise/before sunset)

ფილმი, წესით, სამი ნაწილისაგან შედგება, მაგრამ მე პირველი ორი განსაკუთრებით მიყვარს, თავისი საფრანგეთით, თავისუფლების შეგრძნებით, საინტერესო დიალოგებითა და რეალურობით.

8. "ნგრევა" (demolition)

ზოგჯერ ყველაზე მთავარის გასაგებად აშენება კი არა, დანგრევაა საჭირო. იმის მისახვედრად, თუ რა გვაწუხებს, რა გვსურს სინამდვილეში. კითხვებზე პასუხების გასაცემად და საკუთარი თავის საპოვნელად, ჯეიკ ჯილენჰოლის პერსონაჟი კი არაჩვეულებრივად ახერხებს ამ ყველაფრის ჩვენებას.

9. "როკი" (Rocky)

დაუფიქრებლად შემყავს ამ ფილმის ყველა ნაწილი ჩემს ტოპ10-ში. ფილმი, რომელიც გვასწავლის, როგორ არ დავნებდეთ, როგორ ვაჯობოთ საკუთარ თავს, როგორ ვიბრძოლოთ მაშინაც კი, როცა ამის ძალა აღარ გვაქვს. გვასწავლის საყვარელი ადამიანების, საყვარელი საქმისადმი თავდადებას, სიყვარულს. ალბათ, არასდროს მომბეზრდება ყურება და მისგან მოტივაციის მიღება.

10. "ქერათმიანი ადვოკატი" (Legally blonde)

დაბოლოს, ისევ რომანტიკული კომედია, სადაც ელ ვუდსი გვასწავლის, რომ მონდომების შემთხვევაში, არაფერია შეუძლებელი და მიუღწეველი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ ერთად დგომითა და მეგობრების მხარდაჭერით ყველაფერი გამოვა და კიდევ ბევრი რომ... ძალიან კეთილი, მხიარული და ლამაზი ფილმი, დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93