კინო

"დისნეი" მორიგ ანიმაციას აცოცხლებს: „ლედი და მაწანწალას" პირველი თრეილერი გამოჩნდა

სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა ოფიციალური თრეილერი კინოფირიდან „ლედი და მაწანწალა“. რიმეიქი გადაღებულია ყველასათვის ცნობილ მულტფილმზე, რომელიც 1955 წელს გამოჩნდა ტელეეკრანებზე. კომპანია "დისნეიმ" ახალი სთრიმინგ-პლატფორმისთვის შემოინახა ამ ანიმაციის ეკრანიზაცია.
Image result for lady and the tramp gif
მაწანწალას როლი მოირგო ძაღლმა, სახელად მონტემ, რომელიც პროდიუსერებმა ერთ-ერთ ძაღლთა თავშესაფარში, ნიუ-მექსიკოში აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა: მას არა მარტო როლი შესთავაზეს, არამედ სახლიც უპოვეს. ამჟამად მონტე კალიფორნიაში ცხოვრობს ახალ ოჯახთან ერთად.
Image result for lady and the tramp gif
მაწანწალა ალაპარაკდება ჯასტინ ტერუს ხმით, ხოლო ლედი ტესა ტომპსონმა გაახმოვანა. ტერუს განმარტებით, მას
სურდა, მთავარი როლი მის ძაღლს, სახელად კუმას მოერგო. „ის, სხვათა შორის, კარგად მოირგებდა მაწანწალას როლს. ვთვლი, რომ საუკეთესოა, უბრალოდ უნდა დასვათ საჭირო თვითმფრინავზე“, - აღიარა მსახიობმა გასული წლის ნოემბერში. ძაღლი მან აიყვანა გადაღებებიდან რამდენიმე თვით ადრე სწორედ ამ ფილმისათვის.
Related image
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93