<div>უქმე დღეები ბევრი ადამიანისთვის პირდაპირ ფილმების ყურებასთან და განტვირთვასთან ასოცირდება. ჩვენ შევარჩიეთ 2019 წლის ტოპ-5 გასართობი, საინტერესო და პოზიტიური ფილმი, რომელიც უქმეებზე განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. მაშ ასე, მოგვყევით:პატარა ბოსი- რა მოხდება, თუ ერთ დღეს წარმატებული ქალი აღმოაჩენს, რომ მის გარშემო ბევრ რამეს ვერ ამჩნევდა? მთავარ გმირს ცხოვრება საუკეთესო შანსს აძლევს. ის გახდება საკუთარი თავის პატარა ვერსია. ფილმი ბევრ ღიმილსა და სახალისო ეპიზოდებს გპირდებათ.
</div>
გასაქცევი ოთახიდან (კლაუსტროფობია) - შეიძლება სათაური უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის სათავგადასავლო ფილმების მოყვარულთათვის ნამდვილი მისწრებაა. მისი ყურების დროს ყურადღება ძნელია გაგეფანტოთ, რადგან ორიენტირებული იქნებით იმაზე, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია. ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი ბრძოლას იწყებს. ვინ იქნება ყველაზე ძლიერი და ვინ გადალახავს ყველა წინაღობას?
თაღლითები- ორი ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობი ქალბატონის ტანდემი, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ არის მათ შორის ყველაზე ძლიერი თაღლითი და სწორედ ამ დროს ერთი და იგივე მამაკაცზე ორიენტირებული ხდებიან. წინ სიცილი და ბევრი დადებითი ემოცია გელოდებათ.
ალადინი- რომანტიკის მოყვარულებო, გგონიათ დაგვავიწყდით? რეალობაში გადმოტანილმა ალადინისა და ჟასმინის ისტორიამ უკვე ბევრი ადამიანის გული დაიპყრო. ფილმში მთავარი ნიუანსები შეცვლილი არაა, თუმცა ძალიან მრავალფეროვანია და წინამორბედებს არ ჰგავს. გამოსვლიდან მალევე შესანიშნავი რეიტინგიც დაიმსახურა. თუ უქმეებზე მას საყვარელ ადამიანთან ერთად უყურებთ მშვენიერია, მაგრამ არც მარტოხელებს დასწყვეტს გულს.
განა ეს რომანტიკული არ არის?- დიახ, ეს ფილმის სახელია, რომელიც გოგონას დაუჯერებელ ისტორიას ასახავს. რეალობა და ფანტაზიით შექმნილი სამყარო- რომელი გადასწონის? მთავარი გმირი უსიმპათიურეს მამაკაცს გაიცნობს, რომელიც მის გამო სასწაულებს ჩაიდენს.