კინო

“გახმოვანებულია Movie.Ge-ს მიერ”

ალბათ, ყველას არა, მაგრამ შედარებით მოზრდილი და უფროსი თაობის წარმომადგენლებს კარგად ემახსოვრებათ დრო, როცა ერთ ხმაში გახმოვანებულ ფილმებს სიამოვნებით ვუყურებდით. იმ დროის კინოს, ძირითადად, რუსი გამხმოვანებლის, ანდრეი ვლადიმეროვიჩ გავრილოვის ტემბრი და ტონალობა აქვს, რომლის მიერ გახმოვანებული “სისხლი და ბეტონის” ერთი მონაკვეთი ახალი თაობებისთვის ცნობილი და განსაკუთრებით სახალისოა Coub-ების დამზადების პროცესში. გვახსოვს დრო, როცა კაციც და ქალიც, მოხუციცა და ბავშვიც, ერთი და იგივე ხმით მეტყველებდნენ.

კინომოყვარულებმა იციან ხარისხის ფასი, კინომცოდნეებმა კი - შინაარსი, თუ რა მნიშვნელობა
აქვს კინოში ხმას. არა მხოლოდ პერსონაჟების მეტყველებას, არამედ თითოეულ ჩქამს და რამხელა ყურადღება ექცევა კინემატოგრაფიაში ხმის რეჟისურას. ამის პარალელურად კი, პროცესში ჩადებული უზარმაზარი, რუტინული შრომა სხვა ენაზე თარგმნისას შესაძლოა სრულიად დაიკარგოს. უხარისხო, ერთ ხმაში, მონოტონური, უემოციო გახმოვანება ფილმს მნიშვნელოვნად უცვლის ხარისხს და რამდენადმე შინაარსსაც.
გარდა მონოტონური, ხმათა სიმრავლით ღარიბი გახმოვანებისა, ხშირად ვუყურებთ ფილმებს არასწორი თარგმანით; კიდევ უფრო ხშირად კი ორიგინალი და ადგილობრივი ხმა ასინქრონულია. მაყურებლის უმეტესობა გამოსავალს პოულობს და ფილმებს ორიგინალი გახმოვანებით უყურებს. ზოგიერთი მათგანი - ტიტრებით. ზოგჯერ გაბრაზებული მაყურებელი ფილმის ყურებას წყვეტს, სხვა შემთხვევაში კი დისკომფორტში განაგრძობს ყურებას.

როგორ გამოიყურება გამხმოვანებლების სამუშაო სივრცე:

მაშინ, როცა კინემატოგრაფია და კინოსამყარო სწრაფი ტემპით ვითარდება, რთულია ფილმებს ისევ ზემოხსენებული ანდრეი გავრილოვის მსგავსი გახმოვანებით უყურებდე. ამას თანამედროვე მაყურებელი არ იმსახურებს.

Movie.Ge არის კინოსაიტი, რომლის გუნდისთვისაც ფილმების ხარისხიანი გახმოვანება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი და სამუშაო მიმართულებაა. ამიტომაც, Movie.Ge-ს მიერ გახმოვანებული ფილმების უმეტესი ნაწილი მრავალხმოვანია, თარგმანი - ზუსტი და სინქრონული. გამხმოვანებლები არ მეტყველებენ მონოტონურად – მაყურებელი არ იძაბება, არ იღლება, არ თიშავს ფილმს მის დასრულებამდე (მაგალითისთვის, “სამეფო კარის თამაშები” Movie.Ge-ს მიერ რვა ხმაშია გახმოვანებული).

Movie.ge-ს მიერ გახმოვანებული ფილმების და პოპულარული სერიალების ნახვა შეგიძლიათ აქ: გახმოვანებულია Movie.Ge-ს მიერ

დაელოდეთ, სულ მალე Movie.Ge იმავე ხარისხით გახმოვანებულ “გოძილას“ შემოგთავაზებთ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93