ბნელი ღამე: 5 მისტიკური სერიალი, რომელიც უნდა ნახო - Marao

ბნელი ღამე: 5 მისტიკური სერიალი, რომელიც უნდა ნახო

2020-04-24 12:48:53+04:00


კლასიკური 90-იანებიდან - აქტუალური და გასაიდუმლოებული სიახლეების ჩათვლით, დაიჭირო შესაფერისი განწყობა, შეიფუთო პლედში დივანზე და ნელ-ნელა დაიძაბო სიუჟეტის მეშვეობით, საღამოს სწორედ ასე გატარება გადაწყვიტე? მაშინ „მარაო“, სწორედ თქვენ, გირჩევთ 5 ყველაზე საინტერესო და დაძაბულ სერიალს.

Image result for Ночь темна: 5 мистических сериалов, которые надо посмотреть

Chilling Adventures of Sabrina

  • Netflix-ის გაპიარებულ პროექტზე კირნან შიპკოს და დონა დრეიპარის ქალიშვილის მთავარი როლით სეზონის ჰიტად იქცა. სიუჟეტი აგებულია კომიქსზე, ხოლო წარმოებით დაკავებული იყო ფილმ „რივერდეილის“ ქასთი, რაც თავის მხრივ, დამატებით ქულებს დაუწერდა წესით, თუმცა - უფს! - რაღაც ისე არ წავიდა, როგორც გეგმავდნენ. პირველი სეზონი ორ ნაწილად არის გაყოფილი, რომელიც მომდევნო წელს გამოვა, რომლიდანაც შევიტყობთ, ბოლოს და ბოლოს, საბრინა კეთილი თუ ბოროტი ჯადოქარია, რატომ მოკლეს მისი სიმპათიური მეგობარი ბიჭი და რა ვითარებაში გარდაიცვალნენ მისი მშობლები.
Image result for «Леденящие душу приключения Сабрины», Chilling Adventures of Sabrina

Terror

  • მისტიკური და დაძაბული შოუ, რომელიც წელს გამოვიდა და უკვე მეორე სეზონზეც გადავიდა, გენიალური ლოკაციებითა და მსახიობებით ახერხებს „ყინული კანზე“ ამპლიტუდა მყარად შეინარჩუნოს. პროექტი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე და გადაღებულია დენ სიმონსის რომანის მოტივებზე, რომელმაც ბრიტანული ექსპედიცია აღწერა. შეგახსენებთ, რომ არქტიკულმა ყინულმა 1845 წელს ეს ექსპედიცია იმსხვერპლა. მას შემდეგ ისინი არავის უნახავს, თუმცა ავტორმა საინტერესო პოტენციალი გამოძებნა ძველ დოკუმენტებში, რაც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ბრუტალური ეკიპაჟი ორი ხომალდისგან, გარშემო ყინულები, უკიდეგანო სიღრმეები, ესკიმოსური მითების გმირები, რომლებიც გაყინულ ოკეანეს ამსხვრევენ - რა შეიძლება იყოს ასეთ კოქტეილზე უკეთესი?
Related image

The Haunting of Hill House

  • Netflix - გემრიელი დელიკატესი საშიში ფილმების რეჟისორის, მაინ ფლენეგანის ნახელავია. 1992 წლის ზაფხულში ჰიუ და ოლივია კრეინმა და მათმა ხუთმა შვილმა გადაწყვიტეს საცხოვრებლად სოფლის სახლში გადასვლა, რემონტი კი ოლივიას პროექტით გადაწყდა. თუმცა რემონტი შეფერხდება მაშინ, როცა სახლის კუთხეებიდან მოჩვენებები იწყებენ გამოსვლას. კრეინების ოჯახი (უფრო სწორად, რაც ამ ოჯახისგან დარჩა) გაქცევით თავს დააღწევს, თუმცა 26 წლის შემდეგ სახლი კვლავ ერევა მათ ცხოვრებაში. სერიალი მეორე სეზონზეც გრძელდება.
Image result for «Призраки дома на холме», The Haunting of Hill House

American Horror Story

  • ძნელი სათქმელია, კრეატიული, საშინელებათა ფილმების რეჟისორის, რაიან მერფის გადაღებული სეზონებიდან რომელია უფრო მაგარი - აქ მთელი სიუჟეტი საათივით არის აწყობილი, ლედი გაგათი დაწყებული, ლინ დანემით დასრულებული. პრემიერა 2011 წელს შედგა და სიუჟეტი 1960-იანი წლების საშინელ ფსიქიატრიულ შენობაში ხდება. ყველა სეზონი ერთმანეთზე საინტერესოა, თუმცა ყურება აუცილებლად პირველივე სეზონიდან ღირს.
Related image

Stranger Things

  • სერიალი ძმები დაფფერების მიერ Netflix-ისთვის არის შექმნილი. სიუჟეტი 11 წლის მთავარ გმირზეა, რომელიც ნივთებს გონებითა და საკუთარი სურვილით გადააადგილებს. გარეთ 1983 წელია და მოგონილ ქალაქ ჰოკინსში, ინდიანას შტატში, უეცრად ბიჭი, სახელა უილი ქრება, თუმცა მხოლოდ დედა ხვდება, რომ მონსტრებმა სხვა სამყაროდან მოიტაცეს მისი შვილი.

Image result for «Очень странные дела», Stranger Things

წყარო