კინო

რობინ უილიამსი – ერთადერთი კომიკოსი, რომელიც თავისი მასალის ნახევარს სცენაზევე ქმნიდა

რობინ უილიამსი – ერთადერთი კომიკოსი, რომელიც თავისი მასალის ნახევარს სცენაზევე ქმნიდა
ბავშვობაში მუდმივ უყურადღებობას განიცდიდა. განსაკუთრებით, მშობლების მხრიდან, რაც ანეკდოტების და ხუმრობების შექმნის/თქმის რეალურ საფუძვლად იქცა. მშობლების ყურადღება მხოლოდ ამ გზით მიიქცია.

მისი თქმით, მამა ზედმეტად სერიოზული იყო და უკონტროლოდ გაცინებული პირველად ჯონათან უინტერსის სთენდ-აფის დროს ნახა და ზუსტად მაგიტომ გახდა უინტერსი მისი საყვარელი კომიკოსი. შემდგომ უინტერსი და რობინი უახლოეს მეგობრებად იქცნენ.

მისმა როლმა სიტკომში “Mork and Mindy”, სამუდამოდ შეცვალა სიტკომების გადაღების სტანდარტი, რაც გულისხმობს მე-4 ოპერატორის დამატებას, რომელიც მარტო იმ მიზეზით დაემატა, რომ სეტებზე რობინის
სამსახიობო ოსტატობას და შექმნილ იმპროვიზაციას სამი ოპერატორიც კი ვერ ჰყოფნიდა.

მთელი ცხოვრება იტანჯებოდა სხვადასხვა დამოკიდებულებით. მეტწილად კი - ალკოჰოლით, რომელიც მისივე თქმით, საუკეთესო გამკლავების მექანიზმი იყო მის დემონებთან.


მისმა მენეჯერმა, რომელიც სთენდ-აფ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტიპია, განაცხადა, რომ ერთადერთი კომიკოსი იყო, რომელიც ტურნეს დროს, ყოველ მომდევნო გამოსვლაზე თავისი მასალის ნახევარს სცენაზევე ქმნიდა და შესაბამისად, მისი არცერთი შოუ ერთნაირი არ ყოფილა.

ძალიან ხშირად ურეკავდა ხოლმე მეგობრებს და ცდილობდა მათ გამხიარულებას. მაგალითად, სტივენ სპილბერგს, რომელსაც საკმაოდ მძიმე პერიოდი ჰქონდა “შინდლერის სიის” გადაღებების პარალელურად. ყოველკვირა ურეკავდა და 15-წუთიან შოუებს დგამდა მის გასამხიარულებლად.

ასევე მისი საუკეთესო მეგობარი იყო კომიკოსი და მსახიობი ბილი კრისტალი, რომელსაც მუდმივად უტოვებდა სხვადასხვა პერსონაჟით ხმოვან შეტყობინებებს და ასევე ხშირად ურეკავდა იმავე პერსონაჟების იმიტაციით. ერთ-ერთი ასეთი ზარი კრისტალის ტელეფონზე მაშინ განხორციელდა, როდესაც ის რონალდ რეიგანის გასვენებას უყურებდა ტელევიზორში. რობინმა უთხრა, რომ რეიგანი იყო და სამოთხიდან დაურეკა ბილს: განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93